ინგლისი

11:05 | 27.05.2016 | ნანახია 1317 - ჯერ

„ბრისტოლი“ პრემიერშიპში დაბრუნდა

ინგლისის ერთ-ერთმა უძველესმა კლუბმა „ბრისტოლმა“, ჩემპიონშიპის რეგულარული გათამაშება მოიგო, პლეი ოფიც წარმატებით გადალახა და 7-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერშიპს დაუბრუნდა.

„ბრისტოლი“ 1888 წელს დაარსდა და 128-წლიან ისტორიას ითვლის. პრემიერშიპში ის ბოლოს 2008/2009 წლების სეზონში თამაშობდა. მას შემდეგ გუნდმა 5-ჯერ მოიგი ჩემპიონშიპის რეგულარული გათამაშება, აქედან ბოლო სამ შემთხვევაში ზედიზედ, მაგრამ პლეი ოფებში გამარჯვებას 2016 წლამდე ვერ ახერხებდა.

გასულ სეზონში „ბრისტოლმა“ რეგულარული გათამაშების 20 თამაში მოიგო, მხოლოდ ორში დამარცხდა და უახლოეს მდევარს 16 ქულით გაუსწრო. ენდი რობინსონის შეგირდებმა ნახევარფინალში “ბედფორდს“ სტუმრად 45:16 და შინ 45:19 აჯობეს, ხოლო ფინალში „დონკასტერი“ სტუმრად 28:13 დაამარცხეს, ხოლო შინ 32:34 წააგეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში მიზანს მიაღწიეს.

2016/2017 წლების სეზონში „ბრისტოლი“ „ლონდონ აირიშს“ ჩაანაცვლებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102281