საქართველოს 7-კაცა ნაკრები სეზონის ოფიციალური ტურნირებისთვის მზადებას განაგრძობს და რაგბის ევროპის გრან-პრის სერიის პირველ, მოსკოვის ეტაპამდე ერთი კვირით ადრე, 27-29 მაისს "ამსტერდამ სევენსზე" იბურთავებს.
ერთი კვირის წინ 7-კაცა საფრანგეთში, "ჰოვარდ ჰინთონ სევენსზე" იმყოფებოდა და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ ჯერ კიდევ საფრანგეთში გამგზავრებამდე განაცხადა, ჰოლანდიაში ნაკრები განსხვავებული შემადგენლობით ითამაშებს. ამ ყველაფრის მიზანი ისაა, რომ მოსკოვის ეტაპისთვის მწვრთნელებმა საუკეთესოები შეარჩიონ.
ამსტერდამში ითამაშებს რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი, "ბაია მარეს" კაპიტანი ბიძინა სამხარაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ "ტიმიშოარა-სარასენსს" ლელო გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა. ჰოლანდიაში მიდის ცნობილი მოშვიდკაცე ზურან ძნელაძე. "ლოკომოტივის" შუამარბს დიდი 10-ის ფინალის შემდეგ მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს და საფრანგეთში ამის გამო არ წაიყვანეს. შემადგენლობაში არიან ნიკა გიგაური და ბადრი ლიპარტელიანი.
ამსტერდამში ითამაშებენ: დავით ლოსაბერიძე (აია), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ნიკა გიგაური (არმაზი), ჟორჟ სალდაძე (აია), რეზო ჯინჯიხაძე (ჯიქი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (აკადემია), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), 12 იოსებ კიკვაძე (აია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუსები რა ჭკუით მოიქცნენ ოლიმპიური სახეობა რაც გახდა ეგრევე მიხედეს ფული ჩადეს და ეხლა ძალიან ძლიერი ნაკრები ყავთ !
ძალიან ცუდია ძალიან. 7 კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და ძალიან მაგრად ტეხავს რომ არ ჩანს სასიკეთო ძრები ჯერ ჯერობით