ტურნირები

22:33 | 25.05.2016 | ნანახია 2100 - ჯერ

ჩემპიონატი ლელოსა და 7-კაცაში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს ლელოს ფედერაციის შეთანხმებით, სამეგრელოში დაიწყო ჩემპიონატი ლელოსა და 7-კაცა რაგბიში.

ჩვენი ეროვნული საუნჯე - ლელო, სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. მორაგბეები სამართლიანად თვლიან ლელოს უფროს ძმად, ხოლო 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი.

სამეგრელოს ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი: პირველში გამოდიან სენაკი, ხობი, მარტვილი და აბაშა; მეორეში ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ფოთი.

სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ლელოში მარტვილმა სენაკს 6:3 მოუგო, 7-კაცაში სენაკმა რევანში აიღო - 19:7. მეორე წყვილში ხობმა აბაშა ლელოში 8:1, ხოლო რაგბიში 31:5 დაამარცხა.

შეჯიბრი სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის (თავმჯდომარე დავით კილასონია), რეგიონის რაგბის კავშირის (თავმჯდომარე გაიოზ მონიავა) და სენაკის სასპორტო გაერთიანების (დირექტორი ელგუჯა კვაშილავა) ხელშეწყობით გაიმართა. ტურნირს ესწრებოდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლელოს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა და მარტვილის გამგებელმა, ცნობილმა ვეტერანმა ლელოელმა და მორაგბემ ალექსანდრე გრიგალავამ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.193589