ქვეყნდება 2015 წლის მსოფლიო თასის შემოსავლების ანგარიში, რის მიხედვითაც ამ ტურნირმა წინა მსოფლიო თასების რეკორდები დაამხო. ინგლისში მატჩებზე დასწრების, ტელეაუდიტორიისა და ფინანსური მოგების კუთხით რეკორდები დამყარდა.
მსოფლიო თასმა ორგანიზატორებს 2,3 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სუფთა მოგება მოუტანა, საიდანაც 1,1 მილიარდი დიდი ბრიტანეთის მშპ-ს დაემატა. მატჩებს 151 ეროვნების 406 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაესწრო.
სულ მატჩებზე 2,47 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რაც მთლიანი რაოდენობის 98% გახლავთ. ერთი სპორტული სახეობის ტურნირებს შორის, მან ისტორიაში მეხუთე პოზიცია დაიკავა.
მსოფლიო თასი ციფრებში:
- უცხოელთა 80%-მა განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება დიდ ბრიტანეთში;
- 80% აცხადებს, რომ ტურნირმა დაუვიწყარი გამოცდილება მოუტანა;
- საშუალოდ, ტურისტებმა მასპინძელ ქვეყანაში 2 400 ფუნტ სტერლინგი დატოვეს;
- ტურნირისთვის 34 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა;
- დიდ ბრიტანეთში ტურისტებმა სულ 958 მილიონი ფუნტი დახარჯეს;
- დიდ ბრიტანეთში განხორციელებული 2,7 მილიარდიანი ინვესტიცია ირიბად უკავშირდება 2015 მსოფლიო თასს.
„შემოსავლები აჩვენებენ, რომ რაგბის მსოფლიო თასი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა. ტურნირს არც თუ ისე დიდი ინვესტიცია მოხმარდა და ძალიან დიდი მოგება მოიტანა“ - აცხადებს „მსოფლიო რაგბის“ ახლადარჩეული პრეზიდენტი ბილ ბომონტი.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იაპონიის მსოფლიო არა მგონია გამოვიდეს რენტაბელური