ევროპის სერია

15:47 | 24.05.2016 | ნანახია 2818 - ჯერ

7-კაცას მეტოქეები - დიდი ბრიტანეთი 1, რუსეთი და ლიტვა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებს, ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი რუსეთი, დიდი ბრიტანეთის პირველი ნაკრები და ლიტვის ნაკრებები ეყოლება.

პირველი ეტაპი 4-5 ივნისს რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში გაიმართება და მასში ტრადიციულად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წინა წლებისგან განსხვავებით, ინგლისისა და უელსის ნაკრებების ნაცვლად, გრან პრიზე დიდი ბრიტანეთის ორი გუნდი ითამაშებს. მოგეხსენებათ, წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთის ნაკრები ითამაშებს და ცვლილებების მიზეზი სწორედ ესაა. გარდა ამისა, შარშანდელ ბოლოადგილოსან რუმინეთს პოლონეთი ჩაანაცვლებს, რომელიც შარშან ქვედა დივიზიონის გამარჯვებული გახდა.

მოსკოვის ეტაპზე ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი 2, პოლონეთი;

B ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, ბელგია, იტალია;

C ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი 1, რუსეთი, ლიტვა, საქართველო;

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა გრან პრი შარშან მე-10 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ იტალიასა და რუმინეთს გაუსწრო. წლევანდელ გრან პრიზე რუსეთის ეტაპის გარდა მეორე ეტაპს ინგლისი, ექსეტერი 9-10 ივლისს, ხოლო პოლონეთის ქალაქი გდანსკი 16-17 ივლისს უმასპინძლებს.

ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთში ითამაშა საერთაშორისო ტურნირი, ხოლო 28-29 ივნისს ამსტერდამის ტურნირზე იბურთავებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:38 | 25.05.2016
ogafa (407)

წარმატებები

0.08771