92-წლიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამას წელს რიოში დაუბრუნდება, ოღონდ მისი გამარტივებული, 7-კაცას ფორმით.
ბრაზილიაში ოქროს მედლებისთვის 12 გუნდი იბრძოლებს და მათგან 11 უკვე ცნობილია - ბრაზილია, როგორც მასპინძელი; ფიჯი, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა შარშანდელი მსოფლიო სერიის შედეგების მიხედვით; არგენტინა, აშშ, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია და კენია, როგორც რეგიონალური შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები.
მე-12 მონაწილე 18-19 ივნისს, მონაკოში გასამართ ფინალურ შესარჩევ ტურნირში გაირკვევა. 23 მაისს მონაკოში გაიმართა კენჭისყრა, რომელმაც შესარჩევ ტურნირში გასული 16 გუნდი დააწყვილა და ისინი ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: სამოა, ზიმბაბვე, ტონგა, ირლანდია;
B ჯგუფი: კანადა, გერმანია, ურუგვაი, შრილანკა;
C ჯგუფი: რუსეთი, ჩილე, მაროკო, ტუნისი;
D ჯგუფი: ჰონკონგი, ესპანეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა.
ოლიმპიადა მხოლოდ კაცების საქმე არაა და 7-კაცა რაგბის რიოში გოგონებიც ითამაშებენ. ბრაზილიაში თამაში დაბევებული აქვთ მასპინძელ ბრაზილიას; მსოფლიო სერიის ოთხ მოწინავეს - ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია; ასევე რეგიონალური შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულებს კოლუმბიას, აშშ-ს, საფრანგეთს, კენიას, ფიჯის და იაპონიას.
ქალთა დასკვნითი შესარჩევი ტურნირი, სადაც ოლიმპიადის მე-12 მონაწილე უნდა გაირკვეს, დუბლინში 25-26 ივნისს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
A ჯგუფი: რუსეთი, სამოა, ზიმბაბვე, მადაგასკარი;
B ჯგუფი: ესპანეთი, მექსიკა, ვენესუელა, ტუნისი;
C ჯგუფი: ირლანდია, ჩინეთი, პორტუგალია, ტრინიდადი და ტობაგო;
D ჯგუფი: ჰონკონგი, არგენტინა, ყაზახეთი, კუკის კუნძულები.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სირცხვილია სირცხვილიიი..
7 კაცაში როგორი ქვეყნები გვისწრებეენ. დავიჯერო შრი ლანკას, სამხრეთ კორეას და ტუნისს ჩვენზე მაგარი უკანა ხაზი ყავთ?
რაგბის კავშირს - - მეტი ყურადღება დაუთმოს ამ მიმართულებას !!!