პრო დ2

23:41 | 23.05.2016 | ნანახია 2077 - ჯერ

პრო დ2-ში ოთხეული გაირკვა, „ტარბი“ არასპორტულად დააქვეითეს

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში რეგულარული გათამაშება დასრულდა და ის ოთხეული გაირკვა, რომლებიც ტოპ 14-ის საგზურისთვის იბრძოლებენ.

პრაქტიკულად, ოთხეულში ყველა იმ გუნდმა შეინარჩუნა ადგილი, რომლებმაც ეს პოზიციები ბოლო ტურებში მოიპოვეს. სასიამოვნოა, რომ ამ ოთხიდან სამი გუნდი ქართველი ლეგიონერებისაა და მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი ფინალში აუცილებლად ითამაშებს.

დასკვნითი, 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩად ანტონ ფეიქრიშვილისა „ბეიონისა“ და ბექა გორგაძის „მონ-დე-მარსანის“ დაპირისპირება იყო მიჩნეული. მასპინძლებს პლეი ოფი დაბევებული ჰქონდათ, სტუმრები მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ და მათთვის პრემიალური ქულა სრულიად საკმარისი იყო, თუმცა, იყო სხვა დატვირთვაც - ვინ რომელი ადგილით გავიდოდა პლეი ოფში. თამაშმა უკომპრომისო ბრძოლაში ჩაიარა და მასპინძლებმა მეტოქის 10-მატჩიან წაუგებელი სერია შეწყვიტეს - 23:17.

„მონ-დე-მარსანის“ ადრეულ ლელოს მასპინძლებმა შესვენებამდე ორით უპასუხეს, გუნდებმა გარდასახვების გარდა თითო-თითო ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი „ბეიონმა“ 17:10 მოიგო. არგენტინელმა მარტინ ბუსტოს მოიანომ ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და 68-ე წუთზე ერთი ჯარიმაც გაიტანა, ოღონდ მანამდე სტუმრებმა ტონგელი ტუტაიას ლელოთი და ზელანდიელი მეთ ჯეიმსის გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს. მოკლედ, „ბეიონმა“ მეორე ადგილი შეინარჩუნა და მართალია „მონ-დე-მარსანმა“ პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლო, მაგრამ ვერც მდევრებმა იყოჩაღეს და მეოთხე ადგილზე დარჩა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე დასკვნითი 10 წუთი ითამაშა ფეიქრიშვილმა. 59-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა სტუმართა ქართველი მესამეხაზელი გორგაძე.

ნახევარფინალში „მონ-დე-მარსანი“ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“ შეხვდება, რომელმაც დასკვნით ტურში „ბიარიცს“ 24:16 მოუგო და მესამე ადგილი დაიბევა. შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა შარიქაძემ, ხოლო მეორეხაზელი დათუნაშვილი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. „ორიაკმა“ ტაიმი 13:6 მოიგო, მაგრამ თამაშის განახლებიდან 6 წუთში ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 56-ე წუთზე „ბიარიცი“ ჯარიმით დაწინაურდა. მასპინძლებმა ორი საპასუხო ჯარიმა 6 წუთში გაიტანეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს ლელო დადეს და ნახევარფინალისთვის გაემზადნენ.

„ბეიონის“ მეტოქე „კოლომიე“ იქნება. პლეი ოფში გასული ერთადერთი „არაქართული“ გუნდი, „კარკასონთან“ 20 წუთის შემდეგ 3:15 აგებდა. გერმანელმა კრისტოფერ ჰილსენბეკმა ჯარიმებით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა - 12:15 44-ე წუთზე. ეს ანგარიში 70-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე „კოლომიემ“ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, 73-ე წუთზე ლელო დადო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მოიგო ლაშა ლომიძის „ბეზიემაც“, მაგრამ „კოლომიეს“ გამარჯვების ფონზე, ამან ფასი დაკარგა. „ბეზიემ“ „მონტობანს“ სტუმრად 22:13 აჯობა, ქართველი მესამეხაზელი კი, მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.

პლეი ოფში გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ელიზბარ ყუფარაძის „დაქსთან“ 7:20 დამარცხდა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის „პერპინიენი“. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო და ორივე შეცვლაზე შევიდა - ყუფარაძე 50-ე, ხოლო მჭედლიშვილი 63-ე წუთზე. „პერპინიენი“ გასვლით თამაშებს სუსტად ატარებს და ასე მოხდა ამჯერადაც. ტაიმის 0:3 წაგების შემდეგ, 51-ე წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გარდასახეს, მაგრამ მათი ლიდერობა მხოლოდ 4 წუთი გაგრძელდა და ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვეს. დარჩენილ დროში „დაქსმა“ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახა და საბოლოო შედეგი ჯარიმით დააფიქსირა.

ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონმა“, რომელმაც ტოპ 14-ის პირდაპირი საგზური დიდი ხნის წინ მოიპოვა, ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის „ალბი“ 34:17 დაამარცხა. სტუმრები 10:3 იგებდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს, ორი წუთის ინტერვალში ორი ლელო გაუშვეს და 10:17 ჩამორჩნენ. ამას ისიც დაერთო, რომ შეყლაშვილი რეფერიმ პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა და კაცნაკლულმა „ალბიმ“ ვეღარ გაძლო. მეორე ნახევარში მათ მხოლოდ 1 ლელო გაიტანეს, თავად სამი მიიღეს და მეტოქეს პრემიაც დაუტოვეს. ნავროზაშვილმა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს გასულ ტურში დაუბრუნდა, შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის „ტარბი“ სტუმრად „ბურგუენთან“ 19:50 დამარცხდა. კობერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-17 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. მეორეხაზელმა ნემსაძემ სრულად ითამაშა, ოღონდ შერკინების შემკვრელის, 8 ნომრის პოზიციაზე და კონკრეტულად მისთვის ექსპერიმენტმა გაამართლა - მან 75-ე წუთზე ლელო გაიტანა. ეს ნემსაძის მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში და მას 8 ნომერზე სხვა დროსაც უთამაშია. მთლიანობაში, სტუმართა სამი ლელოს წილ მასპინძლებმა 7 გაიტანეს.

კარი გაიჯახუნა გიორგი ზაქაშვილის „ექსმა“, რომელმაც „ნარბონს“ 19:18 სძლია. ზაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ერთი საათი ითამაშა. „ნარბონის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა შაკო ოდიშარიას, რომელიც შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა.

პრო დ2-ის ამბები ამით არ დასრულებულა. საფრანგეთის რაგბის კავშირის სააპელაციო კომიტეტმა, „ტარბი“ ფედერალ 1-ში დააქვეითა და შედეგად, „დაქსი“ მომავალ სეზონს კვლავ ელიტა 2-ში დაიწყებს.

საფრანგეთი. პრო დ2. XXX (ბოლო) ტური. 22 მაისი

ლიონი - ალბი 34:17

ბურგუენი - ტარბი 50:19

ექსი - ნარბონი 19:18

დაქსი - პერპინიენი 20:7

ორიაკი - ბიარიცი 24:16

კარკასონი - კოლომიე 15:22

ბეიონი - მონ-დე-მარსანი 23:17

მონტობანი - ბეზიე 13:22

1.

ლიონი

30

25

0

5

971:493

117

17

2.

ბეიონი

30

19

1

10

658:602

86

8

3.

ორიაკი

30

18

0

12

724:613

81

9

4.

მონ-დე-მარსანი

30

17

1

12

655:611

78

8

5.

კოლომიე

30

16

3

11

629:590

78

8

6.

ბეზიე

30

17

1

12

745:662

77

7

7.

პერპინიენი

30

15

1

14

676:615

73

11

8.

ბიარიცი

30

14

0

16

674:656

64

8

9.

ბურგუენი

30

12

0

18

595:642

62

14

10.

ალბი

30

13

2

15

591:643

62

6

11.

ნარბონი

30

13

0

17

602:653

60

8

12.

მონტობანი

30

12

0

18

570:624

58

10

13.

ტარბი

30

13

0

17

543:630

53

9

14.

კარკასონი

30

11

0

19

484:741

49

5

15.

დაქსი

30

10

1

19

538:713

48

6

16.

ექსი

30

10

0

20

549:716

46

6

ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა

ნახევარფინალები. 28-29 მაისი

ორიაკი - მონ-დე-მარსანი; ბეიონი - კოლომიე

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:40 | 24.05.2016
Sab1os (2)

ტარბი არასპორტულად დააქვეითეს რას ნიშავს? და თუ კიდევ გაიგეთ,რომ დააქვეითეს (ტარბი უკვე 2015 წლის ნოემბერში დააქვეითეს.თქვენ ახლა გაიგეთ ეტყობა) მიზეზიც მიაწერეთ რის გამო.. ფინანსური პრობლემების გამო დაქვეითდა .. სპონსორმა გადააგდო .. და, ამ დაქსს რა ბედი აქვს! ორჯერ გავარდნენ და ორივეჯერ გაუმართლათ და დარჩნენ. შარშან ლილის ხარჯზე, ახლა ტარბის

0.078892