ამბები

10:33 | 1.04.2016 | ნანახია 3466 - ჯერ

იტალიელ მორაგბეს დოპინგტესტში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოუჩინეს

იტალიელ მორაგბეს დავიდე ვასტას, რომელიც ამავე ქვეყნის მესამე დივიზიონში (Amatori Catania) თამაშობს, დოპინგტესტში 11 სახის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. მსოფლიოს ანტიდოპინგური ტრიბუნალის განცხადებით, ეს რეკორდული რაოდენობაა აკრძალული სუბსტანციებისა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა მორაგბეების დოპინგტესტში.

დავიდემ მიიღო ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის საერთაშორისო სტანდარების მიხედვით ნებისმიერ დროს იკრძალება (საშეჯიბრო და არასაშეჯიბრო პერიოდებში). ესენია:

  • ტესტოსტერონი
  • ბოლდენონი
  • დროსტალონონი
  • მესტეროლონი
  • მეტანდიენონი
  • მეტასტერონი
  • მეთილდიენოლონი
  • სტენბოლონი
  • კლომიფენის მეტაბოლიტი
  • 19-ნორეთიოქოლანოლონი
  • 19-ნორანდროსტერონი

დავიდე ვასტა: „ეს ნივთიერებები გასულ წელს ბოდიბილდინგისთვის მივიღე და ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ამდენი ხანი დარჩებოდა ჩემს ორგანიზმში. საკუთარ თავს საფრთხე შევუქმენი, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ საშიშროების წინაშე დავაყენე ჩემი გუნდიცა და გულშემატკივრებიც. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი და მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ძალიან ვწუხვარ. მე ჯერ კიდევ შოკში ვარ!“.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:59 | 01.04.2016
Alexandre74 (13)

ბოდიბილდინგში მაინც თუ მოიგო ნეტა

13:58 | 01.04.2016
Ika.K (16)

რამ გაამწარა ტო

0.080182