ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ნაიჯელ ქეროლანმა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოძახებულთა სია გამოაქვეყნა. ქართველ ქომაგთათვის სია ორი მიზეზის გამოა საინტერესო: პირველი, ირლანდიელები ჩვენს ჯგუფში არიან და 15 ივნისს ვეთამაშებით; და მეორე - მათ რიგებში პირველადაა გამოძახებული ქართველი ბურჯი ვახტანგ აბდალაძე.
აბდალაძე ირლანდიური „ლესნსტერის“ წარმომადგენელია და დიდია შანსი, მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქედ ირლანდიის გარდა უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები ეყოლება. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება და ქართველები პირველ მატჩს 7 ივნისს, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან გამართავენ, 11-ში უელსს ეთამაშებიან და ჯგუფურ ეტაპს ირლანდიელებთან დაასრულებენ, რის შემდეგაც პლეი ოფის ბადე გაირკვევა.
უმცროსი „სამყურების“ 28-კაციან საჩემპიონატო რაზმში, აბდალაძის ჩათვლით, ხუთი დებიუტანტია:
ხაზი: Stephen Kerins (Sligo/Connacht), Niall Saunders (Epsom College/Exiles), Bill Johnston (Garryowen/Munster) *, Johnny McPhillips (Queen's University/Ulster), Conor O'Brien (Clontarf/Leinster), Shane Daly (Cork Constitution/Munster), Jimmy O'Brien (UCD/Leinster), Paul Kiernan (UCC/Munster),J acob Stockdale (Belfast Harlequins/Ulster), Terry Kennedy (St. Mary's College/Leinster), Hugo Keenan (UCD/Leinster), Matthew Byrne (Terenure College/Leinster)
შერკინება: Andrew Porter (UCD/Leinster), James Bollard (Dublin UniversityLeinster), Vakh Abdaladze (Clontarf/Leinster) *, Adam McBurney (Ballymena/Ulster), Vincent O'Brien (Cork Constitution/Munster) *, Conor Kenny (Buccaneers/Connacht), Benn Betts (Young Munster/Munster), Cillian Gallagher (Sligo/Connacht), James Ryan (Lansdowne/Leinster) (capt), Sean O'Connor (Cashel/Munster), Evan Mintern (Cork Constitution/Munster) *, Greg Jones (UCD/Leinster), Will Connors (UCD/Leinster), Max Deegan (Lansdowne/Leinster), Kelvin Brown (Shannon/Munster), David Aspil (UCD/Leinster) *.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველ ხაზში ისეთი ბიჭები გვყავს ათ ირლანდიას ეყოფა )))) ეგეც მინიმუმ ))))
მერე ჩვენთან გადმოვა ალბათ
საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი
ამათ თვალები სად ჰქონდათ
ვის გულისხმობ თვალებში საინტერესოა

სელექსია ვისაც ეხება ნაკრებში იმას თუ გულისხმობ თავის ადგილზე აქვს თვალები და კარგადაც ხედავს როგორც ვიცი
კარგით რა დასაკარგი იქნებოდა თუ ხაზის მოთამაშე იქნებოდა! თორე შერკინების ბურჯი აქაც საკმაოდ ბევრი გვყავს და არაფრითნაკლები თუ მეტი არა!!!