ტურნირები

16:54 | 23.05.2016 | ნანახია 1703 - ჯერ

7-კაცა: "ჰინთონ სევენსის" შეფასება

20-22 მაისს ქართული 7-კაცა საფრანგეთში, ყოველწლიურ "ჰინთონ სევენსზე" იმყოფებოდა. როგორც გამგზავრებამდე კახა ალანიამ განაცხადა, ეს ტურნირი, ისევე, როგორც მომავალი "ამსტერდამ სევენსი" (28-29 მაისი), ევროპის გრან-პრის სერიისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

"ჰინთონ სევენსი" ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას ხშირად იღებენ 7-კაცას ნაკრებები, კლუბები და წვეული გუნდები. ჩენი მოშვიდკაცეები "ა" ჯგუფში მოხვდნენ, სადაც 2 ფრანგულ წვეულ გუნდს - "ფრი სევენსს" და "ლე ბლე სევენსს" ეთამაშნენ. ჩვენ ჯგუფში იყვნენ მაროკოს ნაკრები და ზელანდიის 7-კაცის "ბ" შემადგენლობის გუნდი "ნიუ ზელანდ სელექთი".
პირველ დღეს "ფრი სევენს" 29:0 ვძლიეთ, ხოლო დღის მეორე მატჩი ზელანდიელებთან 21:29 დავთმეთ. მეორე სამატჩო დღეს მაროკომ და "ლე ბლე სევენსმა" გვაჯობეს, ხოლო 22 მაისს პლეიოფები შედგა, რომლების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთბელი კახა ალანია გვიყვება:

"პლეი ოფებმა კარგად ჩაიარა. ერთი თამაშის მოგება შევძელით, ბელგიას 19:17 მოვუგეთ. ამ ეტაპზე ტრავმების გამო უკვე 2 მორაგბე გვაკლდა - გიორგი სორდია და ბექა ურჯუკაშვილი. შეცვლაზე შესაბამისი მოთამაშეები აღარ გვყავდა... მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერი გასვლა იყო, რომელიც გრანპრისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. საკმაოდ ბევრი ვითამაშეთ, ჯამში 8 მატჩი და სავარჯიშო ტურნირის კვალობაზე, ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. ერთ-ერთ ფრანგულ კლუბთან საკონტროლო მატჩიც კი გვქონდა, რომელიც ასევე დადებითად წაგვადგა.

წინ ამსტერდამის ტურნირია, რომელზეც ვფიქრობთ, რომ უკეთესი შედეგი უნდა გვონდეს განვითარების და მომზადების თვალსაზრისით. ამსტერდამში სხვა მოთამაშეებს გამოვცდით, რის შემდეგაც უკვე საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ მოსკოვში გასამგზავრებელ გუნდს.

მინდა ავღნიშნო, რომ ამ ტურნირზე გუნდს სამწვრთნელო შტაბიდან მხოლოდ 2 წევრი ახლდა - პალიკო ჯიმშელაძე და ზაზა ლეჟავა. მე და შტაბის დანარჩენი მწვრთნელები თბილისში, აქ დარჩენილ მოთამაშეებთან ვმუშაობდით. იგივე განმეორდება ამსტერდამის ტურნირზეც, მოსკოვში კი, უკვე მთლიანი სამწვრთნელო შტაბი გაემგზავრება. ეს იმისთვის ხდება, რომ თბილისში დარჩენილი მოთამაშეებიც სათანადოდ გამოიცადონ და მოემზადონ მოსკოვის სერიებისთვის".

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის გრან პრის სერიის პირველი ეტაპი, 2-5 ივნისს, მოსკოვში გაიმართება.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077949