ზე-18

17:25 | 22.05.2016 | ნანახია 1684 - ჯერ

გორომარუს სამი თვე გაუცდება

იაპონიის ნაკრებისა და ავსტრალიური „რედსის“ ფულბეკი აიუმუ გორომარუ შემდეგ კვირაში ოპერაციას გაიკეთებს. მან მხრის ტრავმა გუშინ, „სანვულვზთან“ გამართული მატჩისას მიიღო.

ექიმების ვარაუდით, ოპერაციის შემდეგ გორომარუ სამი თვის განმავლობაში სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშებს. 30 წლის იაპონელს მოედნის დატოვება 57-ე წუთზე მოუწია, მას შემდეგ რაც „სანვულვზის“ მესამეხაზელ ლიაკი მოლის შეჩერებას შეეცადა.

ერთი შეხედვით გორომარუს ტრავმა ასეთი მძიმე არ ჩანდა, იგი მატჩის შემდეგ ქომაგებს შეხვდა და მათ ავტოგრაფებსაც ურიგებდა, თუმცა საღამოს გამოკვლევაზე აღმოჩნდა, რომ იაპონელს ოპერაცია დასჭირდებოდა.

„იმედგაცრუებული ვარ, მე ვერ მოვახერხებ სუპერ რაგბის სეზონის ჩამთავრებას, ასევე, ვერ შევძლებ იაპონიის ნაკრების დახმარებას ზაფხულის ტესტ-მატჩებში. ავსტრალიაში თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამიერიდან ჩემს თავზე უნდა ვიმუშაო, რათა მალე დავუბრუნდე მოედანს“ - აცხადებს აიუმუ გორომარუ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09444