ვახტანგ ახობაძის „მასის“ ელიტა 2-ში აღზევებამდე სულ ცოტა დააკლდა და მომავალ სეზონს კვლავ ფედერალ 1-ში დაიწყებს, თუმცა ეს არ ეხება ახალგაზრდა ქართველ ბურჯს.
„ლელოს“ აღზრდილმა 23 წლის მორაგბემ, ტოპ 14-ის „აჟენთან“ 2-წლიანი კონტრაქტი რომ გააფორმა უკვე ვწერდით. სამწუხაროდ, მას შემდეგ გაირკვა, რომ „აჟენმა“ ელიტა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა და ახალ სეზონს პრო დ2-ში დაიწყებს. გუნდს ტოპ 14-ში პირველსავე წელს დაბრუნებაში თემაზ მჭედლიძესა და გიორგი თეთრაშვილთან ერთად, ახლა უკვე ვახტანგ ახობაძეც დაეხმარება.
ახობაძე „აჟენში“ ახლახანს იყო ჩასული და ფოტო-სესიაში მიიღო მონაწილეობა. კლუბის ოფიციალურ საიტზე მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება. ფოტოზე ქართველი ბურჯი „აჟენის“ მაისურით, კლუბის სპორტულ დირექტორ ფილიპე სელასთან ერთადაა აღბეჭდილი. სელას 1982-1995 წლებში საფრანგეთის ნაკრების კვართით 111 კეპი აქვს მოხვეჭილი და 25 ლელო გაიტანა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია