პროდ2-ის გათამაშებაში მარტის თვეში სამი ტური გაიმართა.
სამივე თამაში ძირითადში დაიწყო და მოედანზე სრულად იყო „ორიაკის“ მეორე ხაზელი ლევან დათუნაშვილი, რომელსაც 240 ნათამაშევი წუთი დაუგროვდა, „ბეიონთან“ შეხვედრაში კი, მეტოქის დალელოვება მოახერხა.
ასევე სამივე ტურის შეხვედრებში მიიღს მონაწილეობა ბურჯებმა: ელიზბარ ყუფარაძემ [„დაქსის“], გიორგი ზაქაშვილმა [„ექსის“] და ბექა შეყლაშვილმა [„ალბის“]. აღნიშნული სამეულიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო შეყლაშვილმა დაყო, რომელმაც 1 შეხვედრა ძირითადში, ხოლო 2 სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ჯამში 102 წუთი ითამაშა. ზაქაშვილი 2 შეხვედრაში იყო ძირითადში, ერთში კი, მარქაფაში და ჯამში მოედანზე 94 წუთი დაყო. ყუფარაძემ „ალბელი“ კოლეგის მსგავსად 1 შეხვედრა დაიწყო ძირითადში, 2 მარქაფიდან და მოკრძალებული 71 წუთი მოუგროვდა.
ლევან დათუნაშვილის შემდეგ საუკეთესო დრო „ტარბის“ მეორე ხაზელ გიორგი ნემსაძეს აქვს - 107 წუთი. ის „ბიარიცთან“ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, ხოლო „ალბთან“ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო „ორიაკთან“ შეხვედრა ნაკრების შეკრებაზე ყოფნისან ჩატარდა.
სანაკრებო შეკრების გამო თითო თამაშში ვერ დაეხმარნენ თავ-თავიანთ კლუბებს „ბეიონის“ ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და „ბეზიეს“ მესამე ხაზელი ლაშა ლომიძე. დანარჩენი ორი შეხვედრიდან „ორიაკთან“ ძირითადში იყო ფეიქრიშვილი და ეფექტური ლელოც დადო, „ლიონთან“ მატჩში კი, შეცვლაზე შევიდა და ჯამში 87 წუთი ითამაშა. ვერცერთხელ ვერ მოხვდა ძირითადში ლაშა ლომიძე, მაგრამ ორივე თამაშში შეცვლაზე შესულმა 76 წუთი „მოაგროვა“.
89 წუთი ითამაშა „ტარბის“ ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ, რომელმაც ერთი შეხვედრა ძირითადში დაიწყო.
ორჯერ იყო ძირითადში და 75 წუთი ითამაშა „ნარბონის“ ვეტერანმა ბურჯმა ტარიელ რატიანიძე. ის მსაჯმა „ბიარიცთან“ შეხვედრაში სინბინით დასაჯა.
5 თებერვლის შემდეგ, 25 მარტს პირველად ითამაშა „ალბის“ მეორე ხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ. „ექსთან“ შეხვედრაში ის ძირითადში იყო, შუალედში ტრამვის გამო დროებით შეცვალეს, შემდეგ კი, ისევ დაუბრუნდა მოედანს და 68 წუთი ითამაშა.
პრო დ2-ში დებიუტი ჰქონდა „ნარბონში“ ახლად გადასულ ბურჯ ასტამურ იოსელიანს, რომელმაც „ბურგუენთან“ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 48-ე წუთზე შეცვალეს.
მარტის თვის სტატისტიკა:
ლევან დათუნაშვილი - 240 წთ (3/0), 1 ლელო
გიორგი ნემსაძე - 107 წთ (1/1)
ბექა შეყლაშვილი - 102 წუთი (1/2)
გიორგი ზაქაშვილი - 94 წუთი (2/1)
ირაკლი მირცხულავა - 89 წუთი (1/1)
ანტონ ფეიქრიშვილი - 87 წუთი (1/1), 1 ლელო
ლაშა ლომიძე - 76 წუთი (0/2)
ტარიელ რატიანიძე - 75 წუთი (2/0), 1 სინიბინი
ედიშერ ყუფარაძე - 71 წუთი (1/2)
ვახტანგ მაისურაძე - 68 წუთი (1/0)
ასტამურ იოსელიანი - 48 წუთი (1/0)
პრო დ2 ლეგიონერები სრულად (ძირითადი გუნდი+ ესპუარები)
ალბი: ბექა შეყლაშვილი(ბურჯი), ვახტანგ მაისურაძე (მეორე ხაზი);
ბეიონ: ანტონ ფეიქრიშვილი (ბურჯი);
ბეზიე: ლაშა ლომიძე (მესამე ხაზი);
დაქსი: ელიზბარ ყუფარაძე (ბურჯი);
ექს: გიორგი ზაქაშვილი (ბურჯი), ნიკოლოზ პატარაია (ბურჯი);
ლიონი: ზაზა ნავროზაშვილი (ბურჯი), გიორგი ჯავახია* (მეორე ხაზი), ლუკა იურინი* (ფულბექი);
მონ-დე-მარსანი: ბექა გორგაძე (მესამე ხაზი);
ნარბონი: ტარიელ რატიანიძე (ბურჯი), ასტამურ იოსელიანი (ბურჯი);
ორიაკი: ლევან დათუნაშვილი (მეორე ხაზი), მერაბ შარიქაძე (შუამარბი), გიორგი შარაშიძე (ბურჯი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ბურჯი);
პერპინიანი: დიმიტრი ბასილაია (მესამე ხაზი), გიორგი მჭედლიშვილი (ბურჯი);
ტარბი: კახა კობერიძე (ბურჯი), ირაკლი მირცხულავა (ბურჯი), გიორგი ნემსაძე (მეორე ხაზი), ბესო გოგოლაძე *(მეორე ხაზი).
შენიშვნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია.
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია