საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრასნოიარსკის „ენისეის“ შუამარბმა დავით კაჭარავამ, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე მატჩში 4 ლელო გაიტანა.
ციმბირელებმა „ყუბანი“ სტუმრად 41:16 დაამარცხეს. პირველ ტაიმში „ენისეიმ“ 3 ლელო დადო და სამივე 31 წლის ქართველის ანგარიშზეა. მან მე-5 წუთზე კარის წინ დაახლოებით 12 მეტრში მიიღო გადაცემა, დაცვის ხაზი გაგლიჯა და ლელომდე ირბინა. 27-ე წუთზე, ისევე, როგორც რუსეთის პრემიერლიგის პირველ მატჩში ორჯერ, მოლში ჩაერთო და ბურთი ხაზს იქით დაამიწა, ხოლო ტაიმის ბოლოს ბურთი ლელოს ხაზთან ორიოდე მეტრში წარმოქმნილი რაქიდან აიტაცა და ჩათვლის მოედანში გადახტა - 21:6.
მატჩის მიწურულს ქართველი შუამარბი კვლავ 5-მეტრა მოლში ჩაერთო და მას ბოლო მომენტში მოწყდა. რაღა თქმა უნდა, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამრიგად, კაჭარავას ორი თამაშის შემდეგ 6 ლელო აქვს გატანილი და საუკეთესო მელელოვეთა სიის გარდა, ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს. მის ანგარიშზე 30 ქულაა, ხოლო მეორე ადგილზე 18 ქულით „ენისეის“ დამრტყმელი იური კუშნარიოვია.
ამავე ტურში ლაშა მალაღურაძისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარმა“ „მეტალურგი“ 42:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მგეზავი სათადარიგო იყო, ცვლილებაზე შუამარბად შევიდა და ქულა არ გაუკეთებია. ექვსიდან ერთი ლელო ცნობილაძის ანგარიშზეა - მან ბურთი მოლის შემდეგ დაამიწა.
კაჭარავას 4 ლელო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ის რა მაგარი ყავთ ყუბანელებს 14 ნომერი წყალი არ დალიო --ნი პეი ვადა ! D ალბათ ყოფილი სპრინტერია
მაგარიაა ! 4 ლელო ბოლოს ვინ დადო ერთ თამაშში ვერც ვიხსენებ !
ყოჩაღ კაჭი, მაგარი ხარ, წარმატებები!!!