ტურნირები

10:59 | 21.05.2016 | ნანახია 3178 - ჯერ

7-კაცამ მოიგო და წააგო

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა საფრანგეთში, „ჰინთონ სევენსის“ საერთაშორისო ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გამართა და თითო მოგება და წაგება ჩაიწერა.

კახა ალანიას შეგირდებმა პირველ მატჩში ფრანგულ „ფრი სევენსს“ ხუთი უპასუხო ლელო დაუდეს და 29:0 დაამარცხეს. სამწუხაროდ, ლელოების დამდებთა ვინაობა უცნობია. მეორე შეხვედრაში ქართველები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, „ახალ ზელანდიურ სელექციას“ ეთამაშნენ და სამი ლელო გაუტანეს. თავი ჟორჟ სალდაძემ, მამუკა ნინიძემ და ბახვა კობახიძემ გამოიჩინეს, მაგრამ მეტოქემ ორჯერ მეტი, 6 ლელო მიითვალა და 40:21 იმარჯვა.

დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორ თამაშს გამართავს - კიდევ ერთ ფრანგულ წვეულ „ლე ბლე სევენსთან“ და მაროკოს 7-კაცასთან, რის შემდეგაც პლეი ოფების წყვილები გაირკვევა.

7-კაცას შემადგენლობა ჰინთონ სევენსზე: დავით ლოსაბერიძე - აია; ალქსანდრე ხუციშვილი - ყოჩები; ჟორჟ სალდაძე - აია; რევაზ ჯინჯიხაძე - ჯიქი; ბახვა კობახიძე - ბათუმი; გიორგი სორდია - ლილ (საფრანგეთი); ლევან გოგოლაშვილი - ყოჩები; იოსებ მათიაშვილი - აკადემია; მამუკა ნინიძე - ჯიქი; ბექა ურჯუკაშვილი - არმია; იოსებ კიკვიძე - აია; მეთ ჯენი - ოქსფორდი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:00 | 22.05.2016
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

0.085426