20-წლამდელები

18:33 | 20.05.2016 | ნანახია 4854 - ჯერ

20-წლამდელთა ოფიციალური რაზმი მსოფლიოს ჩემპიონატზე

წელს მანჩესტერში მსოფლიო რაგბის 20 წალმდელთა ჩემპიონატის სტარტამდე ორიოდ კვირა რჩება - 4 ივნისს ტურნირი ოფიციალურად გაიხსნება ხოლო პირველი სამატჩო დღე 7 ივნისს შედგება. შეგახსენებთ, რომ ტურნირში მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის, საქართველო, ჩვენი რაგბის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა გაისად ჩემპიონატს საქართველოში ვმასპინძლობთ, შესაბამისად უმცროს ბორჯღალოსნებს უკვე ექნებად მსოფლიოში საუკეთესოებთან თამაშის გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მნიშვნელობით მეორეა კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ.

როგორც წინა კვირას გაცნობეთ, მანჩესტერში უმცროს ბორჯღალოსანთა მატჩებისა და ტურნირის ფინალის პირდაპირ რეპორტაჟებს თი ბი სი ბანკი და საქართველოსსაზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგვიდგენენ, რისთვისაც მათ ქართული სარაგბო თემისა და ქომაგების სახელით დიდ მადლობას ვუხდით!

მსოფლიოზე უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს, ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს ერკინებიან. ახალი ზელანდია, რომელიც მსოფლიოში უფროსებში და 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონია, უდაოდ ჩვენი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ 20-წლამდე ექვს ერში რეგულარულად მონაწილე ირლანდია და უელსიც არანაკლებად სახიფათონი არიან. შესაბამსად წლევანდელ მსოფლიოზე იოლი თამაშები ნამდვილად არ გველის.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო, 22:45 სთ. ეი ჯეი ბელ სთედიუმი;

11 ივნისი - უელსი - საქართველო, 18:45 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;

15 ივნისი - ირლანდია - საქართველო, 20:30 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;

შეკრების 4 კვირა მიილია

20-წლამდელებმა მსოფლიოსთვის მზადება 7 აპრილს შერეული, ფიზ-მომზადებასა და უნარებზე ორინტირებული პროგრამით დაიწყეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა. შემდეგ გუნდს სააღდგომო არდადეგები ჰქონდა და შეკრებას 1 მაისს დაუბრუნდა.

მეორე ეტაპიდან პროცენტულად იკლო ფიზ-მომზადებად და მეტი აქცენტი სარაგბო უნარებზე გაკეთდა

„რადგან საქართველოს პირველობის ლიგებში ბიჭებს შედარებით ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ, გამძლეობისა და ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესების მიზნით, შეკრების პირველი ნაწილი მეტწილად ფიზ-მომზადებას დავუთმეთ. დროთა განმავლობაში მეტი ყურადღება სარაგბო უნარებსა და ტაკტიკას მივაქციეთ და ახლა შეფარდება 70-30 პროცენტზეა.“ განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ.

ამ პერიოდში გუნდს დაემატნენ ლეგიონერები, რომელთაგან მხოლოდ სამმა - ბექა გორგაძემ, გიორგი ჯავახიამ და ლაშა ტაბიძემ ვერ შეძლეს შეკრებაზე ჩამოსვლა, რადგან სამივეს კლუბი ესპუართა და პრო დე 2-ის პლეიოფებშია და მათი ჩანაცვლება გუნდებს გაუჭირდათ. თუმცა სამწვრთნელო შტაბს მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ისინი სპეციალური პროგრამებით ვარჯიშობენ. სამივე მორაგბე ნაკრებს ინგლისში ჩასვლისთანავე შეურთდება.

შეკრების დასრულებამდე სამი სავარჯიშო დღე დარჩა. მზადების ეტაპი შევარდენზე 25 მაისს დასრულდება და 30 მაისს, ტურნირზე გამგზავრებამდე უმცროსი ბორჯღალოსნები რამდენიმე დღეს დაისვენებენ.

„დარჩენილ პერიოდს სათამაშო ელემენტების დახვეწას დავუთმობთ. ინგლისში, რომ ჩავალთ ერთ დღეს დავისვენებთ და 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ინტენსიური ვარჯიშები გვექნება. 5 ივნისიდან მეტ დროს დავუთმობთ აღდგენას და 7 ივნისს ვითამაშებთ პირველ მატჩს.

სატურნირო რაზმი

დღეს სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო, 28 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. „სამწუხაროდ რამდენიმე მორაგბემ ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა. რამდენიმეც საჭირო კონდიციაში არ იყო, მაგრამ მწვრთნელებმა მათ სპეციალური პროგრამები დავურიგეთ და ისინი რეზერვად განიხილებიან. იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად ვიქნებით, მაგრამ ტურნირის მსვლელობისას თუ ვინმე ტრავმას მიიღებს მათ ჩანაცვლებას შევძლებთ. მიმაჩნოია, რომ მოცემულ მომენტში ოპტიმალური შემადგენლობით გავემგზავრებით.“ აღნიშნა მაისურაძემ, რომლის რაზმში შარშანდელ მსოფლიო ალაფის ჩემპიონებს, უფროს ბორჯღალოსნებში კეპ მოხვეჭილ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებ გამოვლილ 20-წლამდელებს ვიხილავთ.

სატურნირო შემადგენლობაში სამწვრთნელო შტაბმა თავი მოუყარა შვიდ პირველ ხაზელს. აქედან ორი მარცხენა ბურჯია, ორიც კვაჭი და სამი მარჯვენა ბურჯი, აქედან ერთ-ერთს სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. სამი ნომინალური მეორე ხაზელი გვყავს, რომლიდანაც ერთს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში, ხოლო ხუთი მესამეხაზელისგან ორს საჭირეობის შემთხვევაში მეორე ხაზშიც ვიხილავთ. უკანა ხაზელებიც ამ პრინციპით შეირჩნენ. ორი 9 ნომერი მგეზავის პოზიციას ფარავს და პირიქით, ხოლო შუმარბებს, ფრთებსა და ფულბეკებს ერთმანეთის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

„მინდა ავღნიშნო, რომ წინ ძალიან რთული ტურნირი გველის - თამაში ყოველ მეოთხე დღეს გვაქვს, შესაბამისად სათამაშო კომპონენტების დასახვეწად ცოტა დრო გვექნება. ბევრ დროს დავუთმობთ აღდგენასა და ვიდეონალიზს. აქედან გამომდინარე შევეცადეთ ისეთი მორაგბეები შეგვერჩია ვინც სხვა და სხვა პოზიციების დაფარვას შეძლებენ.

„სათამაშო დრო ყველას მიეცემა. ზოგს შეიძლება მეტი ან ნაკლები. ჩვენ იმდენად კონკურენტ-უნარიანი ჯგუფი მიგვყავს, რომ შეუძლებელია ერთმა შემადგენლობამ ითამაშოს ყველა თამაში. ჩვენ გეგმას ისიც წარმოადგენს, რომ ტურნირზე მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოდ თამაშის ხარისხს." დასძინა მაისურაძემ

გამოცდილი მორაგბეები

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდში გამოცდილი მორაგბეების ყოლას. საბედნიეროდ უმცროს ბორჯღალოსანთა რიგებში ასეთი ბევრია - „გვაყს ჯგუფი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთად მოდის და თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. გვყავს ისეთებიც, რომლებსაც უკვე უფროსი სანაკრებო გამოცდილება დაუგროვდათ - გიორგი მელიქიძე და ვიცე-კაპიტანი ბექა გორგაძე და რათქმაუნდა ხაზგასასმელია გუნდის კაპიტანი, ვასკა ლობჟანიძე, რომლის ეროვნულ ნაკრებში და შარშანდელ მსოფლიო თასზე მიღებული გამოცდილება უდავოდ გამოგვადგება.“

20 წლამდელთა სატურნირო რაზმი

(მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 7-25 ივნისი, მანჩესტერი)

უკანა ხაზი [ბექები]

15

სანდრო მერკვილიშვილი

არმია

15

მირიან მოდებაძე

აია

15

ირაკლი სვანიძე

ჯიქი

14/11

დავით მესხი

არმია

14/11

ლადო მიმინოშვილი

ბათუმი

13/12

სანდრო ილურიძე

აკადემია

13/12

გიორგი კვესელაძე

იუნკერები

13/12

გიორგი კოშაძე

ხარები

13/12

გურამ ქანდაურაშვილი

ხარები

10

დავით მოძღვრიშვილი

აკადემია

10

რატი შანიძე

ლელო

9

გელა აფრასიძე

ლელო

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი

შერკინება [ფორვარდები]

1

თორნიკე მატარაძე

აია

1

ნიკა ნეფარიძე

კლერმონ [სფრ]

2

ლუკა გოგინავა

ლოკომოტივი

2

ლაშა საჯაია

ჯიქი

2

გიორგი ხუროშვილი

არმაზი

3

გიორგი მელიქიძე

სტად [სფრ]

3

ლაშა ტაბიძე

ბორდო [სფრ]

4/5

მიხეილ ბაბუნაშვილი

აია

4/5

დემურ ეფრემიძე

ყოჩები

4/5

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ]

4/5

გიორგი ჯავახია

ლიონ [სფრ]

6/7/8

ბექა გორგაძე

მონ'დე'მარსან [სფრ]

6/7/8

ილია სპანდერაშვილი

არმია

6/7/8

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ]

6/7/8

ირაკლი ცხადაძე

არმაზი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:43 | 20.05.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

0.088411