ტონგას ნაკრები ივნისში გასამართ მატჩებს დიდი დანაკლისით ხვდება. სხვადასხვა მიზეზთა გამო თამაშს ნაკრების 10 წევრი ვერ მოახერხებს და მათ შორის რამდენიმე კუნძულელთა ლიდერად ითვლება.
ტონგას ივნისში სამი თამაში აქვს დაგეგმილი - წყნარი ოკეანის თასზე ფიჯისა და სამოას დაუპირისპირდება, ხოლო შუალედში, 18 ივნისს, ფიჯის ეროვნულ სტადიონზე „ბორჯღალოსნებთან“ ტესტ-მატჩს გამართავს.
„ზღვის არწივებს“ შემდეგი მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან: სონა ტაუმალოლო („გრენობლი საფრ.), ოპეტი ფენიუა, ტელუსა ვიაინუ (ორივე „ლესტერი“ ინგლ.), ფეტუ ვაინიკოლო („ოიონა“ საფრ.), უილ ელუ („ედინბურგი“ შოტლ.), ტევიტა მაილაუ, სიონე პიუკალა (ორივე „პერპინიენი“ საფრ.), სიალე პიუტაუ („უოსპსი“ ინგლ.), ვუნგა ლილო („მონტობანი“ საფრ.) და ტონგელთა საუკეთესო მექულე კურტ მორატი („სან დიეგო“ აშშ).
თუმცა, ტონგას ნაკრებში რამდენიმე მაღალი დონის დებიუტანტსაც ვიხილავთ. გამოსარჩევია, „ჩიფსის“ ყოფილი და „რასინგ 92“-ის ამჟამინდელი ბურჯი ბენა ტამეიფუნუ. ასევე, ახალგაზრდები მარტინ ნაუფაჰუ („რებელსი“ ავსტრ.) და აკაპუკი მააფუ („ვარატასი“ ავსტრ.)
ტონგას ნაკრებში ივნისის მატჩებისთვის გამოძახებულთა რაზმი:
შერკინება: სიონე ფალეტაუ („ქენთრბერი“ ახალი ზელანდია), ბენ ტამეიფუინა („რასინგ 92“ საფრანგეთი), სიონე ლეა („ტარანაკი“ ახალი ზელანდია), სიონე ანგაელანგი („ქაუნთის მანუკაო“ ახალი ზელანდია), დაენიელ ფალეაფა („ალბი“ საფრანგეთი), უილი კოლოოფაი („ჯერსი“ ინგლისი), ელვის ტაიონე („ექსეთერი“ ინგლისი), ლეო ჰალავატუ („ლონდონ აირიში“ ინგლისი), სილა პუაფისი („გლაზგო უორიორსი“ შოტლანდია), ნილი ლატუ („ნიუკასლი“ ინგლისი), სტივ მაფი („ვესტერნ ფორსი“ ავსტრალია), სიონე კალამაფონი („გლოსტერი“ ინგლისი), ჯეკ რემი („ბლუზი“ ახალი ზელანდია), სიონე ტაუ („აჟენი“ საფრანგეთი), ვილიამი ფიჰაკი („სეილ შარქსი“ ინგლისი), მიკაელე მაფი („ოტაგო“ ახალი ზელანდია);
ხაზი: მარტინ ნაუფაჰუ („რებელსი“ ავსტრალია), სონატანე ტაკულუა („ნიუკასლი“ ინგლისი), უეინ ნგალუაფე, ლატიმუე ფოსიგა (ორივე „ოკლენდი“ ახალი ზელანდია), დანიელ ჰალანგაჰუ („ნარბონი“ საფრანგეთი), დანიელ კილიონი („გრენობლი“ საფრანგეთი), ვილიამი ტაჰინგუა („იამაჰა ჯუბილიო“ იაპონია), ატიელი პოკალანი („კარკასონი“ საფრანგეთი), აპასუი მააფუ („ვარატასი“ ავსტრალია), ვილიამი ჰაკოლო („ნოთინგემი“ ახალი ზელანდია), დევიდ ჰალაიფონუა („გლოსტერი“ ინგლისი), ნაფი ტუიტავაკე („ნარბონი“ საფრანგეთი), ვილიამი იონგი („სან ფრანცისკო“ აშშ), კუპერ ვუნა („ვუსტერი“ ინგლისი).
ივნისში გასამართი ტესტ-მატჩი საქართველოსა და ტონგას შორის მეხუთე დაპირისპირება იქნება, წინა ოთხი შეხვედრიდან ორში „ბორჯღალონსებმა“, ორში კი კუნძულელებმა იმარჯვეს. 1999 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ტონგამ ნუკუალოფაში გვიმასპინძლა და 37:6 მოგვიგო. სამ კვირაში, განმეორებითი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა თბილისში 28:27 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მაშინ მსოფლიო თასზე კუნძულელები გავიდნენ. 2014 წელს „ზღვის არწივებს“ ტესტ-მატჩში ვაკეში ვუმასპინძლეთ და 9:23 დავმარცხდით, თუმცა შარშან, მსოფლიო თასზე, მეტოქეს 17:10 ვძლიეთ და ნაადრევად დავიბევეთ 2019 წლის მსოფლიო თასი, ხოლო ტონგა შესარჩევ ეტაპზე გავისტუმრეთ. სწორედ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სტატუსის მატარებელია წლევანდელი წყნარი ოკეანის თასი.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქ მთავარი უკვე სხვა რამ არის, ვინ უკეთ შეძლებს ლიდერების შეცვლას!! იმედი მაქვს ხაზი მაინც გვეყოლება ძირითადის და შარიქაძე არდაგვაკლდება ფლეიოფების გამო!!!
დანარჩენი პირველი ხაზის შეცვლას ყოველთვის შევძლებთ, მაგრამ 2-3 ხაზებში მაგრად გაგვიჭირდება რადგან თითქმის ყველა ისეთ გუნდში არიან ვისაც ფლეიოფები უწევთ, პლიუს ვასკა იქნება 20წლამდელში...
ვაჯობებთ, თუ ოპტიმალურთან მიახლოებულ შემადგენლობას მაინც წავიყვანთ.
იმათაც აქვთ დანაკლისი და ჩვენც. ამ მხრივ მეტწილად თანაბრად ვარტ. იმედია ბაჯობებთ