ტოპ 14

13:08 | 20.05.2016 | ნანახია 1580 - ჯერ

„ტულონმა“ მიტჩელი დაკარგა

ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ტულონის“ უკანახაზელი დრიუ მიტჩელი დღეს საზარდულის ოპერაციას იკეთებს.

ცნობილია, რომ მისი აღდგენითი პროცესი სამი თვე გაგრძელდება და ამრიგად, ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში 32 წლის მორაგბე კლუბს ვეღარ დაეხმარება.

„სამწუხაროდ, ჩემთვის სეზონი დამთავრდა. ხვალ ოპერაციას ვიკეთებ და მოედანს სამ თვეში დავუბრუნდები. ალბათ, ამ პერიოდში რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს ავკრიფავ“ - დაწერა საკუთარ „თვითერზე“ ავსტრალიელმა.

ტოპ 14-ის დარჩენილი მატჩების გარდა, მიტჩელი ოთხი ერის საწყის შეხვედრებსაც გამოტოვებს და საუკეთესო შემთხვევაში მოედანს 27 აგვისტოს, ველინგტონში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08157