ევროპის სერია

14:49 | 19.05.2016 | ნანახია 2485 - ჯერ

7-კაცა სეზონს იწყებს
მოსამზადებელი ტურნირები და ევროპის გრან პრი

7-კაცა სეზონს ‘ჰინთონ სევენსით’ დაიწყებს. ჰოვარდ ჰინთონ სევენსი 7-კაცას წვეული ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან დღემდე საფრაბგეთის ქალაქ ტურში იმართება. ტურნირში მონაწილეობას ხშირად იღებენ 7-კაცას ნაკრებები, კლუბები და წვეული გუნდები.

წელს ჰინთონ სევენზე, რაგბი ევროპის გრან პრის სერიისთვის მოსამზადებლად ჩენი 7-კაცაც იბურთავებს. ტურნირი 20-22 მაისს გაიმართება. ჩვენები ‘ა’ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მაროკოს 7-კაცას, ორ ფრანგულ წვეულ გუნდს - ლე ბლე სევენს და ფრი სევენს ერკინებიან, ხოლო ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე, სპეციალურად ტურნირისთვის შექმნილი წვეული ახალი ზელანდიის სელექციაა. ორგანიზატორები სოც მედიაში იმასაც წერენ, რომ შესაძლოა სელექციაში მსოფლიო სერიის რამდენიმე მორაგბემაც მიიღოს მონაწილეობა.

ტურნირის გვერდი>>>http://howard-hinton-sevens.com/competions/howard-hinton-7s/ფეისბუქი>>>https://www.facebook.com/HowardHintonSevens?fref=tsთვითერი>>>https://twitter.com/HHSevens

21 მაისის (პირველი სამატჩო დღე) განრიგი. მითითებულ დროებს მიუმატედ 2 საათი.

ჰინთონის ტურნირის შემდეგ 7-კაცა საქართველოში დაბრუნდება. გუნდს ის მორაგბეებიც შეუერთდებიან, რომლებსაც სამწვრთნელო შტაბი ასვენებს და მოემზადებიან ჩვენთვის უკვე ტრადიციული ამსტერდამის ტურნირისთვის, რომელიც 28-29 მაისს გაიმართება.

ამ ორივე სავარჯიშო ტურნირის მთავარი მიზანი რაგბი ევროპის გრან პრის სერიის ეტაპებისთვის მომზადება წარმოადგენს.

2016 წლის რაგბი ევროპის გრან პრის სერია:


პირველი ეტაპი 2-5 ივნისი, მოსკოვი;

მეორე ეტაპი 8-11 ივლისი, ექსეთერი;

მესამე ეტაპი 16-18 ივლისი, გდანია, პოლონეთი

7-კაცას მთავარი მწვრთნელი - კახა ალანია სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელი ტურნირებისა და რაგბი ევროპის სერიის შესახებ:

„სეზონს რაგბი ევროპის სერიისთვის, მოსკოვის ეტაპისთვის მზადებით ვიწყებთ და პირველად მივემგზავრებით ჰინთონ სევენსზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და საფრანგეთში პლეიოფები იყო, ფაქტიურად სრულფასოვან ვარჯიშს ვერ ვატარებდით. შესაბამისად, რომელი გუნდიც ასრულებდა სეზონს იქიდან ვიმატებდით მორაგბეებს.თუმცა პირველ ეტაპზე ნაკრებმა დაცვაზე კარგად იმუშავა ზაზა ლეჟავას ხელმძღვანელობით, რითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველი ტურნირისთვის დავასვენებთ დიდი 10-ის ფინალში მოასპარეზე მორაგბეებს, რომლებიც ვარჯიშს ორშაბათიდან შეუდგებიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ნაკრებს ოკეანეთის ტურნე უწევს ივნისში, შედარებით შეზღუდული რესურსით ვიწყებთ. საფრანგეთში მიგვყავს ის მოთამაშეები, ვინც მანამდე გამოიჩინა თავი, ვინც ახალგაზრდაა. მაგალითად გიორგი სორდია, რომელმაც ორი წლის წინ 20 წლამდე ნაკრებშიც ითამაშა და ჯიქის ცენტრი რეზო ჯინჯიხაძე.

„სეზონის წინ დავუძახეთ მეთიუ ჯანის, რომელიც ჩვენთვის ასევე დიდ ძალას წარმოადგენს. მოგეხსენებათ შარშან ოლიმპიურ შესარჩევში ითამაშა, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო ბოლო ტურნირი გამოტოვა. შევხედავთ ამ ტურნირზე, შეიძლება ამსტერდამშიც შევამოწმოთ.

„სერიამდე მორაგბეებს ამ ორი ტურნირს, ჰინთონისა და ამსტერდამის ჯამში შევაფასებთ. შეიძლება ზოგმა ისე გამოიჩინოს თავი, რომ ამსტერდამში აღარ ვათამაშოთ და გრან პრის მოსკოვის ეტაპისთვის ძალები შევანახინოთ. თითოეულ მოთამაშეს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად - არიან მოთამაშეები, რომლებსაც ჭირდება ზედიზედ ბევრი თამაში, რათა მიიღოს გამოცდილება. მოგეხსენებათ სავარჯიშო ტურნირებზე ცოტა ბევრის გამოცდის საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს. აქ მოგებაზე არ ვთამაშობთ, არამედ სათამაშო კომპონენტების დახვეწაზე ვმუშაობთ.

„როგორც მანამდე ვახსენე, დიდი 10-ის ფინალისტებს ერთ კვირას ვასვენებთ და პირველ ტურნირზე არ მიგვყავს. თან უნდა შევაფასოთ მათი მდგომარეობა - მაგალითად გამოცდილი მოშვიდკაცეა ლოკომოტიველი ზურა ძნელაძე, ასევე სუპერ გამოცდილი მორაგბეა გიორგი შკინინი და ვიცი, რომ მიკრო ტრავმა აქვს. ორშაბათს გვყავს ორივე დაბარებული და შევაფასებთ მათ მდგომარეობას. შემოგვიერთდებიან ლელოელები გიორგი ტალახაძე და დაჩი კოპაძე. ასევე კანდიდატად მოვიაზრებთ სანდრო მინდიაშვილსაც, მაგრამ ჯერ გვინდა რომელიმე სავარჯიშო ტურნირზე გამოვცადოთ.

მიზანი:მსოფლიო სერიის შესარჩევში გასვლა

„მიზანს ჰონკონგში, მსოფლიო სერიის შესარჩევში მოხვედრა წარმოადგენს. ევროპის გრან პრის სამივე ეტაპს ჯამში, მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდების შემდეგ პირველ ან მეორე ადგილზე თუ დავასრულებთ ჰონკონგიღა დაგვრჩება. ამ მიზანთან ახლოს 2014 წელს ვიყავით, მაგრამ შესარჩევ ტურნირზე ძლიერი შემადგენლობით ვეღარ წავიდეთ და ეტაპიც ვერ დავძლიეთ.

ბორჯღალოსნებს დავიმატებთ

„გრან პრის მეორე და მესამე ეტაპებისთვის ეროვნულის მორაგბეებიც მოაზრებიან, რომლებსაც უკვე ველაპარაკე. მთავარია ივნისის ტურნეს შემდეგ ჯანმრთელად იყვენ. ასევე იმედი მაქ, რომ გადაღლილები არ იქნებიან, რადგან ექსეტერის ეტაპამდე მათ დასასვენებლად მხოლოდ რვა დღე ექნებათ. აქედან გამომდინარე გვინდა, რომ დავიმატოთ მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა, რომელიც ძალიან გამოცდილი მოშვიდკაცეები არიან. ასევე დიდი სურვილი გვაქვს 7-კაცაში ვუხმოთ თამაზ მჭედლიძეს. მჭედლიძეს ჩვენთან ერთად შვიდკაცა არ უთამაშია სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - მუდმივად უმატებს და იზრდება.

ახალგაზრდებსაც დავიმატებთ

„მოსკოვისა და ექსეტერის ეტაპებს შორის დიდი შესვენება გამოგვდის და ამიტომ შუალედში გადავწყვიტეთ ‘რომა სევენსზე’ ვიასპარეზოთ, რომელიც ასევე სავარჯიშო ტურნირია. ჩვენ ორ წელიწადში ერთხელ გავდივართ ამ შეჯიბრზე. ძალიან კარგი ტურნირია, რომელზეც ვგეგმავთ დამატებით მოთამაშეების გამოცდას. ჩვენ ამჟამინდელ ჯგუფს ახალგაზრდული მსოფლიოს შემდეგ 20 წლამდელთა რამდენიმე მორაგბე დაემატება. რამდენიმე ხნის წინ ვესაუბრე უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ ილია მაისურაძეს, რომელმაც იმ რამდენიმე მორაგბეზე მიმითითა, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება.“

7-კაცას შემადგენლობა ჰინთონ სევენზისთვის - 21-22 მაისი, ტურ, საფრანგეთი

  1. დავით ლოსაბერიძე - აია
  2. ალქსანდრე ხუციშვილი - ყოჩები
  3. ჟორჟ სალდაძე - აია
  4. რევაზ ჯინჯიხაძე - ჯიქი
  5. ბახვა კობახიძე - ბათუმი
  6. გიორგი სორდია - ლილ (საფრანგეთი)
  7. ლევან გოგოლაშვილი - ყოჩები
  8. იოსებ მათიაშვილი - აკადემია
  9. მამუკა ნინიძე - ჯიქი
  10. ბექა ურჯუკაშვილი - არმია
  11. იოსებ კიკვიძე - აია
  12. მეთ ჯენი - ოქსფორდი

კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი

პალიკო ჯიმშელაძე - მწვრთნელი

ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი

ვახტანგ წიკლაური - ექიმი

გიორგი სვანიძე - ფიზიო

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080149