ინგლისი

11:44 | 19.05.2016 | ნანახია 1593 - ჯერ

ალექს გუდი პრემიერშიპში საუკეთესოა

ლონდონის „სარასენსის“ ფულბეკი ალექს გუდი ინგლისის პრემიერშიპის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

28 წლის ვარსკვლავი სეზონს განსაკუთრებით ძლიერად ატარებს და პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, პრემიერშიპში კი, ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ნახევარფინალში.

„ალექსი აგერ უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პროგრესირებადი მოთამაშეა პრემიერშიპში. მიმდინარე სეზონში, „სარასენსის“ წარმატებაში მან განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა. შეიძლება ითქვას, კარიერის განმავლობაში საუკეთესო ფორმაშია. მისი ფეთქებადი ხასიათი, სისწრაფე, თამაშის მართვის უნარი, ფეხით თამაშის ტექნიკა, არაერთხელ გამხდარა „სარასენსის“ გამარჯვების საწინდარი. ისაა კლუბის წარმატებული აკადემიის პროდუქტი და მაგალითად უნდა იქცეს ახალგაზრდა მორაგბეებისთვის“ - თქვა ლონდონში გამართულ დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერშიპის დირექტორმა ფილ უინსტენლიმ.

2008 წლიდან დღემდე, გუდმა პრემიერშიპის 145 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 141 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზეა 18 ლელო, 43 გარდასახვა, 90 ჯარიმა და ორი არეკნი - ჯამში 452 ქულა. კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელი 79,9%-ია. 15 ნომრის პოზიციაზე გუდმა 131 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მაიკ ბრაუნს (175) და ჯორდან მერფის (132) ჩამორჩება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078852