ზე-18

10:43 | 19.05.2016 | ნანახია 3244 - ჯერ

სუპერ რაგბიში ევროპა ახსენეს

სუპერ რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი მარინოსმა 2018 წლისთვის ტურნირის ფორმატის მორიგი ცვლილებები დააანონსა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები ცოტა ხნის წინ განხორციელდა, იაპონური „სანვულვზისა“ და არგენტინული „იაგუარესის“ დამატებით, მონაწილეთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა და სუპერ რაგბი 4 კონფერენციად დაიყო. შეიცვალა ბონუს-ქულების დარიცხვის სისტემაც და ამ ცვლილებებს არაერთი კრიტიკა მოყვა.

შედეგად, SANZAAR-მა უკვე დაიწყო ზრუნვა ტურნირის გრძელვადიანი, 10-წლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ოღონდ ეს ცვლილებები არ შეეხება 2017 წელს. გაისად სუპერ რაგბი არსებული სისტემით ჩატარდება, 2018 წლიდან კი, სიახლეებს უნდა ველოდოთ.

მარინოსის განცხადებით, განიხილება ტურნირში ახალი გუნდების ჩართვის შესაძლებლობაც. საუბარი ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულების ფრანშიზებზე, მოკლედ სუპერ რაგბიში მთელი პლანეტის ჩართვაზე. ახალ გუნდებს მოსამზადებლად 12-18 თვე დაჭირდებათ.

„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გახსნილი იყო. უნდა იყოს თუ არა მუდმივი გაფართოვება? უნდა შეიცვალოს თუ არა კონფერენციების რაოდენობა? ხომ არ სჯობს ორდონიანი ტურნირი გაკეთდეს? ყოველდღიურად ათასი ვარიანტის განხილვა გვიწევს და თუ გინდა, რომ უკეთესი შედეგი მიიღო, ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. არაა გამორიცხული ზოგიერთ ქვეყანას მონაწილეთა რაოდენობა შეუმცირდეს, სხვას კი გაეზარდოს. ცვლილებები 2018 წლამდე ნამდვილად არ მოხდება. მომზადებას დრო ჭირდება - უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი და დავრწმუნდეთ, რომ მისი ჩართვა ფინანსურად მომგებიანი იქნება“ - ამბობს მარინოსი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075093