6 ერი

16:05 | 18.05.2016 | ნანახია 7697 - ჯერ

ექვსი ერი კარის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს

ექვსი ერის ორგანიზატორები პლანეტის უძველეს საერთაშორისო ტურნირსა და ერთა თასს შორის ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

Therugbypaper-ის ჟურნალისტი პეტერ ჯექსონი ირწმუნება, რომ ამ იდეის დიდი ხნის განმავლობაში უარმყოფელთა რიგებში, ბზარი გაჩნდა და ორგანიზატორთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ტურნირის „კაპიტალურ რემონტს“ ითხოვენ. ექვსი ერის საზღვრების გაფართოების მომხრეთა ავანგარდში შოტლანდიელები და უელსელები დგანან და თუ მათმა პოლიტიკამ გაჭრა, საქართველოს და რუმინეთს ევროპის უმთავრეს ტურნირში თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ.

აქ გადამწყვეტი სიტყვა „მსოფლიო რაგბის“ ახლადარჩეულ პრეზიდენტ ბილ ბომონტს ეკუთვნის, რომელიც ერთ დროს თავად იყო ექვსი ერის მმართველი და ჯონ ფიენის ხელმძღვანელი. ის ექვსი ერის აპრილში გადატანის ინიციატივით გამოვიდა და დასძინა - მართალია ჩვენ ვერაფერში ჩავერევით და ეს კომერციული ტურნირის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტიაო. როგორც ჩანს, ბომონტის სიტყვას ახლაც დიდი გავლენა აქვს ექვს ერზე და მისი მმართველები ამ საკითხის განსახილველად შეკრებას აპირებენ. Therugbypaper-ის მტკიცებით, სულ სამი ძირითადი საკითხი განიხილება და ზემოთნახსენების გარდა, ტურნირზე ბონუს-ქულების სისტემის დანერგვის და ქვედა დივიზიონში ასვლა-ჩასვლის საკითხსაც განიხილავენ. ისინი თვლიან, რომ დრომ ორდონიანი ჩემპიონატის ჩატარების აუცილებლობა მოიტანა.

„სერიოზულად ვაპირებთ განვიხილოთ საკითხი და ექვს ერში თამაშის უფლება ევროპის საუკეთესო ნაკრებებს მიეცეს“ - განუცხადა ჯექსონს სანდო წყარომ.

ცოტა ხნის წინ „მსოფლიო რაგბის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ ექვს ერს ასევე მოუწოდა - „დროა დაინერგოს ასვლა-ჩასვლის სისტემა, გნებავთ პირდაპირ და გნებავთ პლეი ოფის მეშვეობით. სხვა ქვეყნებს მაღალ დონეზე თამაშის უფლება უნდა ჰქონდეთ“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:10 | 18.05.2016
Kala94 (151)

კარგი რაღაცეები ისმის მსოფლიო თასის მერე და ვნახოთ აბა ! იმედია სიმართლეა !

18:37 | 18.05.2016
buratino (480)

ეეჰ, ამ ეტაპზე მე ეს უფრო ჟურნალისტის მოძალებული სურვილი მგონია! ღმერთმა ჰქნას, ვცდებოდე. უბედნიერესი ვიქნებით ყველა, თუმცა როგორც იტყვიან: "ძაღლი (ანუ ბილ ბომონტი) ძაღლის (ანუ ჯონ ფიენის) ტყავს არ დახევს". მაგ ბილ ბომონტს სიფათზეც ეტყობა რაც არის და ჯონ ფიენი კიდევ მაგის ლეკვია. თუმცა, მოდი ცოტა მოვიცადოთ და ვნახოთ - აღდგომა და ხვალეო

0.087672