ჩემპიონთა თასი

9:42 | 18.05.2016 | ნანახია 2667 - ჯერ

ჩემპიონთა თასის წლის სიმბოლური

ევროპის ჩემპიონთა თასის 2015-16 წლების გათამაშება გასულ შაბათს დასრულდა. გამარჯვებული ინგლისური „სარასენსი“ გახდა, რომელმაც ლიონში გამართულ ფინალში ფრანგული „რასინგ 92“ დაამარცხა (21:9).

გავლენიანმა გამოცემა planetrugby.com-მა განვლილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა რაზმი დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი - 7 წარმომადგენელი წლევანდელ ჩემპიონ „სარასენსს“ ჰყავს.

ჩემპიონთა თასის 2015/16 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები: 15. ჩარლზ პიუტაუ (უოსპსი), 14. ჯო როკოკოკო (რასინგ 92), 13.პიტერ ბეთამი (ლესტერი), 12. ბრედ ბარეტი (სარასენსი), 11. ქრის ვაილსი (სარასენსი), 10. ოუენ ფარელი (სარასენსი), 9. მაქსიმ მაშენო (რასინგ 92); 8. ბილი ვუნიპოლა (სარასენსი), 7. ჯორჯ სმიტი (უოსპსი), 6. მაიკლ როუდსი (სარასენსი), 5. ლუკ ჩარტერისი (რასინგ 92), 4. მარიო იტოჯე (სარასენსი), 3. ბენ ტამეიფუინა (რასინგ 92), 2. გილემ გირადო (ტულონი), 1. მაკო ვუნიპოლა (სარასენსი).

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.624846