მსოფლიო სერიის დასკვნით, ლონდონის ეტაპზე, არგენტინის 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში 15-კაცა რაგბიში მსოფლიო ვარსკვლავი ხუან იმჰოფი ითამაშებს.
„რასინგის“ 28 წლის გარემარბი ჩემპიონთა თასის ფინალის დასრულებისთანავე ინგლისის დედაქალაქში გაემგზავრა, სადაც 7-კაცა ნაკრებს შეუერთდა. ის მატიას მორონისა და სანტიაგო კორდეროს შემდეგ, 15-კაცა რაგბის მესამე ვარსკვლავია, რომელიც არგენტინის 7-კაცა გუნდს დაეხმარება. არგენტინის ნაკრებს ივნისში ზაფხულის ოლიმპიადის დასკვნითი შესარჩევი ტურნირი ელის და ლონდონის ეტაპს მისთვის უკეთ მოსამზადებლად გამოიყენებს.
იმჰოფს არგენტის 7-კაცა ნაკრებში ადრეც უთამაშია - 2009/2010 წლების სეზონში.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წწწწწწწწწწწწწ