სუპერ რაგბის მე-12 რაუნდის დამთავრების შემდეგ, გათამაშების ოფიციალურმა ვებგვერდმა sanzarrugby.com-მა რჩეულთა რაზმი დაასახელა. რაუნდის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი - 3 წარმომადგენელი „ჰარიქეინსს“ ჰყავს.
ახალზელანდიურმა გუნდმა გასულ ტურში „რედსი“ 29:14 დაამარცხა და 36 ქულა დააგროვა. ვებგვერდმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ „სტორმერსის“ მეორეხაზელი პიტერ-სტეფ დუ ტოიტი გამოაცხადა.
მე-12 რაუნდის სიმბოლური ნაკრები: 15. ისრაელ დეგი (კრუსეიდერსი), 14. ვაისაკი ნაჰოლო (ჰაილენდერსი), 13. ლაიონელ მაპოე (ლაიონსი), 12. მაიკლ ვან დე სპუი (ჩიტასი), 11. ჯეისონ ვუდვერდი (ჰარიქეინსი), 10. რიჩი მოუნგა (კრუსეიდერსი), 9. ნიკ ფიპსი (ვარატასი); 8. დენ დუ პრე (შარქსი), 7. კალუმ გიბინსი (ჰარიქეინსი), 6. ჯაკო კრილი (ლაიონსი), 5. პიტერ-სტეფ დუ ტოიტი (სტორმერსი), 4. ტომას ლავანინი (იაგუარესი), 3. რუან სმიტი(ბრამბისი), 2. დენ კოულსი (ჰარიქეინსი), 1. გარსია ბოტა (იაგუარესი).
სუპერ რაგბის მე-13 რაუნდის მატჩები 20 და 21 მაისს გაიმართება.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია