ამბები

9:47 | 17.05.2016 | ნანახია 1650 - ჯერ

გოჩა სვანიძის შეხვედრა ქომაგებთან

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მაისს, 19 საათზე, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გოჩა სვანიძე ქომაგებთან პირველ შეხვედრას გამართავს რაგბის კავშირის პრეზიდენტის რანგში. ქომაგებთან არა-ფორმალურ გარემოში, შეუზღუდავი რეგლამენტით შეხვედრები, რაგბის კავშირის ტრადიციაა, რომელიც გიორგი ნიჟარაძემ დანერგა.

ტრადიციულად, დღევანდელ შეხვედრაზე ქომაგებს შეეძლებათ პრეზიდენტს ნებისმიერ საკითხზე დაუსვან კითხვა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეხვედრის რეგლამენტი შეუზღუდავია.

ამრიგად, ყველას ვისაც სურს შეხვედრაზე დასწრება 19 საათიდან გელით „შევარდენზე“. ვინც სამსახურის, ან სხვა მიზეზის გამო აღნიშნულ დროს ვერ ახერხებს მოსვლას, შეუძლიათ შეხვედრას მოგვიანებით შემოუერთდნენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:46 | 18.05.2016
BEERTRANCE (1073)

საქართველოში არ ვარ და ვერ შევძელი მისვლა, იმედია მიმოხილვა დაიდება

10:27 | 17.05.2016
buratino (480)

სამწუხაროდ, შესაძლოა ვერ მოვახერხო მოსვლა. იმედია, შემდგომში დაიდება თუნდაც მოკლე მიმოხილვა შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ

0.076223