ამბები

20:16 | 10.02.2016 | ნანახია 1785 - ჯერ

პოკოკს სწავლა სწყურია, ავსტრალია მას ვერ ელევა

2015 წლის ავსტრალიის საუკეთესო მორაგბე დევიდ პოკოკმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და „ბრამბისის“ ხელმძღვანელობა საკუთარი სურვილით რთულ სიტუაციაში ჩააყება.

27 წლის ავსტრალიელს სურს, რომ ერთი წლით ინგლისში გადაბარგდეს და იქ რომელიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. ის ქვეყნის დატოვებას 2016 წლის „სუპერ რაგბის“ სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს და თუ საკუთარი გეგმები განახორციელა, ავსტრალიის ნაკრები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

„დევიდს „ბრამბისთან“ კონტრაქტი 2016 წლის 31 დეკემვრამდე აქვს გაფორმევული. ჩვენ მისი დატოვება გვსურს და ხელშეკრულების გახანგრძლივება შევთავაზეთ, მაგრამ ჯერჯერობით პოკოკისგან დადებითი პასუხი არ მიგვიღია“ - განაცხადა „ბრამბისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ჯონსმა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში ავსტრალიის რაგბის კავშირის, „ვოლაბებისა“ და „ბრამბისის“ ხელმძღვანელობა ჩაერთო. ავსტრალიის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი ბილ პალვერი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მოთამაშის გადარწმუნებას ეცდებიან.

„მოცემული მომენტისთვის ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მნიშვნელოვანია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება როგორც მოთამაშისა და სუპერ რაგბის ავსტრალიური კლუბისთვის, ასევე მთლიანად ავსტრალიური რაგბისთვის. არაფერს გამოვრიცხავთ და მოთამაშესთან ერთი-ერთზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. დევიდ პოკოკო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და რა თქმა უნდა მისი შენარჩუნება გვინდა. ვფიქრობთ, არც ის იქნება ავსტრალიურ რაგბიში დარჩენის წინააღმდეგი. მოლაპარაკებების შედეგებს მთელი მსოფლიო გაიგებს“ - თქვა პალვერმა.

პოკოკს ავსტრალიის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის „ვოლაბების“ შეუცვლელი ლიდერი იყო და დიდწილად განაპირობა გუნდის ფინალში გასვლა, სადაც ახალ ზელანდიასთან დამარცხდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:42 | 11.02.2016
BATU'91 (19)

ლეგიონერად ვერ ითამაშებს ნაკრებში? ახალი წესების თანახმად

20:42 | 10.02.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ დიდი დანაკლისი იქნებ ვოლაბებისთვის

0.089719