საფრანგეთი პრო დ2

13:29 | 16.05.2016 | ნანახია 2231 - ჯერ

ორი ლელო პრო დ2-ში

პრო დ2-ის XXIX ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. დიმიტრი ბასილაიამ და მერაბ შარიქაძემ სეზონში პირველი ლელოები გაიტანეს, ხოლო ზაზა ნავროზაშვილი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდა.

დასკვნითი ტურის წინ სატურნირო ცხრილში დიდი დაძაბულობაა. პლეი ოფში გამსვლელი ოთხი ადგილიდან ერთი ანტონ ფეიქრიშვილის „ბეიონმა“ დაიბევა, ხოლო დანარჩენი სამი ადგილისთვის ერთბაშად 5 გუნდი იბრძვის. სასიხარულოა, რომ ამ ხუთეულიდან ოთხი ქართველი ლეგიონერებისაა და შესაბამისად, პლეი ოფში გასული გუნდებიდან თუ ოთხივე არა, სამი მაინც ჩვენებურების იქნება.

ბოლოსწინა ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბექა გორგაძის „მონ დე მარსანმა“ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“ უმასპინძლა. მასპინძლები სეზონის დასასრულს შესანიშნავ ფორმაში შეხვდნენ - 9-მატჩიანი წაუგებელი სერია და ზედიზედ 7 გამარჯვება. ახლა ეს სერიები კიდევ თითო თამაშით გახანგრძლივდა. სტუმრები გასვლაზე ძალიან ცუდად თამაშობენ და 14 სტუმრობიდან მხოლოდ 3 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული.

„მონ-დე-მარსანმა“ თამაში მძლავრად დაიწყო და სტუმრებს პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე - 24:8. შესვენების შემდეგ სურათი დიდად არ შეცვლილა და შეხვედრა საბოლოო ჯამში 36:18 დასრულდა. მასპინძლებმა ბონუს ქულაც მიითვალეს და სატრუნირო ცხრილის მესამე ადგილზე მოკალათდნენ, „ორიაკი“ კი, მარცხის მიუხედავად საპლეიოფო ზონაში რჩება. სტუმართა მეორე ლელო 52-ე წუთძე მერაბ შარიქაძემ მიითვალა - 5-მეტრიანი შერკინებიდან გამოსული ბურთი მოიხელთა, ფინტით სამი მეტოქე გააბითურა და ლელოში დაამიწა ბურთი. მერაბმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო და სრულად ითამაშა. ასევე ძირითადში იყვნენ მეორე ხაზელი ლევან დათუნაშვილი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომლებიც შესაბამისად 47-ე და 54-ე წუთზებშე შეცვალეს. გორგაძე განაცხადში არ იყო.

მას შემდეგ, რაც „ლიონმა“ ჩემპიონობა გაინაღდა, შემადგენლობაში ექსპერიმენტებს მიმართა და წაგებებს დაეჩვია. ნაადრევი ჩემიონი ამჯერად სტუმრად „ნარბონთან“ დამარცხდა - 20:21. აღსანიშნავია, რომ ურთულესი ტრავმა მოირჩინა და „ლიონის“ პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბურჯ ზაზა ნავროზაშვილს, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 3 წუთით შეუშვეს. ასევე სამი წუთ ითამაშა მესამე ხაზელმა გიორგი ჯავახიამ. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ტარიელ რატიანიძე.

პლეი ოფში ადგილისთვის მებრძოლმა, მეშვიდე ადგილოსანმა „ბეზიემ“, შინ მეორე ადგილოსან „ბეიონს“ უმასპინძლა და ბონუს ქულით, 36:12 დაამარცხა. სტუმრებს, რომლებსაც პლეი ოფში ადგილი განაღდებული აქვთ, შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტეს, რითაც მასპინძლებს საქმე გაუიოლეს. ძირითადში დაიწყო შეხვედრა სტუმართა ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა და 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „ბეზიეს“ მესამე ხაზელი ლაშა ლომიძე განაცხადში ვერ მოხვდა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის „პერპინიენი“ აუტსაიდერს, გიორგი ზაქაშვილის „ექსს“ მასპინძლობდა. ორივე გუნდს თავიანთი მიზნებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა. შეხვედრის პირველი ლელო პირველივე წუთზე დაიდო. სტუმრებმა თამაში დაიწყეს, ხოლო მასპინძელთ მგეზავმა ფეხით თამაში გადაწყვიტა, მაგრამ თავისსავე 22 მეტრიან ზონაში დაუფარეს და „ექსი“ დაწინაურდა. „პერპინიენმა“ მომხვდურს მე-8-ე წუთზე უპასუხა, ლელო თავის ანგარიშზე ჟოფრე მიჩელმა მიითვალა. 22-ე წუთზე თავი დიმიტრი ბასილაიამ გამოიჩინა - თანაგუნდელების გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ის რაფაელ კარბუს კარგად მიყვა და ბურთი ალამთან დაამიწა, რითაც წონასწორობა აღადგინა (10:10).

გუნდებმა პირგელ ტაიმში თითო ლელო კიდევ გაცვალეს და ტაიმი 17:17 დასრულდა. შესვენების შემდეგ მოედანზე მასპინძლები დომინირებდნენ, კიდევ ორი ლელო დადეს და საბოლოო ჯამში ბონუს ქულით 31:17 იმარჯვეს. „პერპინიენმა“ მეხუთე ლელო ბოლო წუთზე გაიტანა და ამ გამარჯვებით პლეი ოფისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა, ხოლო „ექსი“ ფედერალ 1-ში დაქვეითდა. ბასილაიამ შეხვედრა 6 ნომერზე, ძირითადში დაიწყო, 26-ე წუთზე დროებით შეცვალეს და გაძევებული ბურჯის ნაცვლად, მოედანზე გიორგი მჭედლიშვილი შევიდა. 35-ე წუთზე დიმა ისევ დაბრუნდა, ხოლო მჭედლიშვილი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა. 56-ე წუთზე ბასილაიამ მცირე ტრავმა მიიღო და საბოლოოდ შეცვალეს, ხოლო მჭედლიშვილი ხელმეორედ მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ბურჯი ზაქაშვილი, რომელიც თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

უშეღავათო გამოდგა სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „ტარბისა“ და „დაქსის“ დაპირისპირება. აქ ირკვეოდა ვინ შეძლებდა პრო დ2-ში დარჩენას და მე-4 წუთზე ატეხილი ჩხუბის გამო, რეფერიმ წითელი ბარათით გუნდები 14-14 კაცით დატოვა. შეხვედრაში ლელო არ დადებულა, ხოლო „ტარბმა“ ჯარიმებით 15:6 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში სათადარიგოები იყვნენ მეორე ხაზელი გიორგი ნემსაძე და ბურჯი კახაბერ კობერიძე, ისინი მოედანზე შესაბამისად 73-ე და 75-ე წუთებზე შევიდნენ. „დაქსის“ ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე შეხვვედრაში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

„ალბმა“ ქართველი ლეგიონერების გარეშე ბონუს ქულთ სძლია „კასკარონს“ - 37:15. პლეიოფში ადგილის კიდევ ერთმა მაძიებელმა „კოლომიემ“ „ბურგუენი“ ბონუს ქულით და მშრალად დაამარცხა - 42:0. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში „ბიარიცმა“ „მონტობანს“ 38:23 მოუგო.

საფრანგეთი. პრო დ2. XXIX ტური

ბეზიე - ბეიონი 36:12

პერპინიენი - ექსი 31:17

ალბი - კარკასონი 37:15

ბიარიცი - მონტობანი 38:23

კოლომიე - ბურგუენი 42:0

ნარბონი - ლიონი 21:20

ტარბი - დაქსი 15:6

მონ დე მარსანი - ორიაკი 36:18

1.

ლიონი

29

24

0

5

937:476

112

16

2.

ბეიონი

29

18

1

10

635:585

82

8

3.

მონ დე მარსანი

29

17

1

11

638:588

78

8

4.

ორიაკი

29

17

0

12

700:597

77

9

5.

კოლომიე

29

15

3

11

607:575

74

8

6.

პერპინიენი

29

15

1

13

669:595

73

11

7.

ბეზიე

29

16

1

12

723:649

73

7

8.

ბიარიცი

29

14

0

15

658:632

64

8

9.

ალბი

29

13

2

14

574:609

62

6

10.

ნარბონი

29

13

0

16

584:634

59

7

11.

მონტობანი

29

12

0

17

557:602

58

10

12.

ბურგუენი

29

11

0

18

545:623

57

13

13.

ტარბი

29

13

0

16

524:580

53

9

14.

კარკასონი

29

11

0

18

469:719

49

5

15.

დაქსი

29

9

1

19

518:706

44

6

16.

ექსი

29

9

0

20

530:698

42

6

„ტარბს“ დაკლებული აქვს 8 ქულა

XXX (ბოლო) ტური. 22 მაისი

ლიონი - ალბი, ბურგუენი - ტარბი, ექსი - ნარბონი, დაქსი - პერპინიენი, ორიაკი - ბიარიცი, კარკასონი - კოლომიე, ბეიონი - მონ-დე-მარსანი, მონტობანი - ბეზიე

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.182304