მსოფლიო სერია

11:16 | 16.05.2016 | ნანახია 2718 - ჯერ

სამოას გასაოცარი ფინალი

სამოას 7-კაცა ნაკრები მსოფლიო სერიის პარიზის ეტაპის ფინალში 7:26 აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაშის შემობრუნება მოახერხა და მიმდინარე სერიაში ეტაპის გამარჯვებული პირველად გახდა.

აქამდე სამოელებს 7-კაცა ტურნირი ბოლოჯერ 2012 წელს, დუბაიში მოეგოთ და ისე ჩანდა, მისი მორიგი წარმატება სამომავლოდ გადაიწევდა. ფიჯი საწყისი 10 წუთი დომინირებდა და ჯერ 21:0 დაწინაურდა, ხოლო ტაიმი 26:7 მოიგო. ბოლო დროს 7-კაცა რაგბიში მსგავსი ჩამორჩენების აღმოფხვრა იშვიათობა აღარაა, მთავარმა მწვრთნელმა დამიენ მაკგრატმაც შეგირდები შესვენებაზე კარგად დაამუშავა და დიდი დაბრუნება შედგა. მეალოიმ ორი ლელო დადო და რადგან გარდასახვები არაზუსტი იყო, საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე სხვაობა 9 ქულამდე დავიდა. მე-18 წუთზე თავი ასოფოლაუმ გამოიჩინა მეალოიმ გარდასახა და გამარჯვების შანსი გაჩნდა, უკვე გაწითლებულ დროზე კი, სელესელემ ფიჯის მეხუთე ლელო დაუდო და სამოას 29:26 მოაგებინა.

მთლიანობაში, პარიზის ეტაპის დასკვნითი დღე უკიდურესად დაძაბული აღმოჩნდა. მეოთხედფინალში სამოამ სამხრეთ აფრიკა 21:10 დაამარცხა, ხოლო მასპინძელმა საფრანგეთმა კენიას 24:5 აჯობა. დანარჩენ ორ თამაშში ყველაფერი თითო-თითო გარდასახვამ გადაწყვიტა. ახალი ზელანდია არგენტინას 17:5 უგებდა და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოედანზე კაცნაკლული დარჩა. სამხრეთ ამერიკელებმა მეტობა კარგად გამოიყენეს, ორი ლელო დადეს, ორივე გარდასახეს და თამაში 19:17 მოიგეს. ავსტრალიამ ფიჯის ტაიმი 15:5 მოუგო და 10-ქულიანი უპირატესობა მეორე ტაიმის შუამდე შენარჩუნდა, მერე „მფრინავებმა“ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო ბოლო წუთზე დადებული ლელოთი 17:15 მოიგეს.

ნახევარფინალში ფიჯიმ საფრანგეთს აჯობა, ხოლო სამოა არგენტინასთან 7:12 აგებდა, მე-11 წუთზე ლელო დადო, გარდსახადა და 14:12 იმარჯვა. V ადგილის ნახევარფინალშიც დამარცხდა ახალი ზელანდია და სერიის მოგების შანსი დაკარგა, ხოლო სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიასაც მოუგო და ეტაპი მე-5 ადგილზე დაასრულა. საფრანგეთმა არგენტინას 26:17 მოუგო და მიმდინარე სერიის საუკეთესო შედეგი გაიმეორა - კეიპტაუნის მსგავსად მესამე ადგილი დაიკავა. ფიჯიმ ფინალი წააგო, მაგრამ უახლოეს მდევარს საერთო ჩათვლაში 14 ქულით უსწრებს და იმისათვის, რომ სერია მოიგოს, ლონდონში ჯგუფური ეტაპი უნდა გადალახოს.

2015/2016 წლების მსოფლიო სერია 7-კაცა რაგბიში

IX ეტაპი. საფრანგეთი. პარიზი. ჯგუფური ეტაპი

მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის

რუსეთი - კანადა 33:0

ინგლისი - უელსი 17:12

აშშ - პორტუგალია 19:17

შოტლანდია - ბრაზილია 38:14

თასის ნახევარფინალები

ახალი ზელანდია - არგენტინა 17:19

სამხრეთ აფრიკა - სამოა 10:21

საფრანგეთი - კენია 24:5

ფიჯი - ავსტრალია 17:15

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის

კანადა - უელსი 12:17

პორტუგალია - ბრაზილია 24:5

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

რუსეთი - ინგლისი 7:19

აშშ - შოტლანდია 12:14

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 19:29

კენია - ავსტრალია 7:26

თასის ნახევარფინალები

არგენტინა - სამოა 12:14

საფრანგეთი - ფიჯი 5:22

XIII ადგილისთვის

უელსი - პორტუგალია 19:24

IX ადგილისთვის

ინგლისი - შოტლანდია 10:28

V ადგილისთვის

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 17:7

III ადგილისთვის

არგენტინა - საფრანგეთი 17:26

ფინალი

სამოა - ფიჯი 29:26

2015/2016 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია

საერთო ცხრილი IX ეტაპის შემდეგ

ფიჯი 166

სამხრეთ აფრია 152

ახალი ზელანდია 145

ავსტრალია 127

არგენტინა 107

აშშ 100

კენია 95

სამოა 84

ინგლისი 82

საფრანგეთი 75

შოტლანდია 65

უელსი 46

კანადა 35

რუსეთი 26

იაპონია 21

პორტუგალია 20

ბრაზილია 2

ზიმბაბვე 1

კორეა 1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086856