13:37 | 31.03.2016 | ნანახია 832 - ჯერ

გერმანელი ჭაბუკების ქართული ტურნე

საქართველოში ტურნეთი გვესტუმრნენ გერმანული რაგბის კლუბ "ბერლინერის" 16 და 18 წლამდელთა ჭაბუკები. 1926 წელს ჩამოყალიბებული ამ კლუბის კაცთა გუნდი გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მონაწილეობს, ჭაბუკები კი - შესაბამის ასაკობრივ ჩემპიონატში.

"ჩვენი გუნდი ხშირად დადის ტურნეებზე ინგლისში, საფრანგეთსა თუ იტალიაში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ჩამოვედით" განაცხადა კლუბის 16-წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა დავით გიორგობიანმა, რომელიც ოჯახთან ერთად 3 წლის ასაკში გადავიდა გერმანიაში საცხოვრებლად.

გუშინ პირველი მატჩი შედგა, რომელშიც "ბერლინერის" ჭაბუკები აღმოსავლეთ საქართველოს აკადემიის ორ გუნდს ეთამაშნენ - 16 წლამდელები აკადემიის 2000 წელს დაბდებულ მორაგბეთა სელქციას, ხოლო 18 წლამდელები 1999 წელს დაბადებულებს ეთამაშნენ. გუნდებმა სამი 20 წუთიანი ტაიმი ითამაშეს - არც ანგარიშს ექცეოდა ყურადღება, ვინაიდან გუშინ სავარჯიშო ხასიათის მატჩები იყო.

„ეს ფაქტიურად ჩვენი სავარჯიშო პროცესის გაგრძელება გახლდათ მატჩთან მიახლოვებულ პირობებში. მოგვეცა აკადემიის ბავშვების საქმეში გამოცდის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბიჭებისთვის ეს უცხოელი მორაგბეების წინააღმდეგ თამაშის პირველი შეთხვევა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საქართველოში მოხდა, თავიანთი მშობლების და მეგობრების წინაშე.“ განაცხადა აკადემიის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა, რომელიც იმავდროულად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია.

მან ასევე დასძინა: „მოგეხსენებათ, აკადემიის სელექცია ნაკრები არაა და აქ მორაგბეებთან მიდის ძირითადი სარაგბო უნარ-ჩვევების დახვეწაზე მუშაობა, როდესაც მათ ასაკობრივი ნაკრებები მოუწევთ, მწვრთნელებს უკვე ტაქტიკაზე შეუძლიათ მუშაობა. აქედან გამომდინარე, ეს „საერთაშორისო“ გამოცდილება მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია“

ხვალ "ბერლინერები" რუსთავში ჩავლენ და გუშინდელის მსგავსად ორ მატჩს ითამაშებენ. პირველ მატჩში 16 წლამდელები უკვე გაერთიანებულ (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს) აკადემიის 2001 წელს დაბადებული მორაგბეების სელექციას ეთამაშებიან (16:00), ხოლო ამის შემდეგ 18 წლამდელები კი რუსთავის ხარების ‘ა’ ლიგის გუნდს ეთამაშებიან.

სამშობლოში გამგზავრებამდე, გერმანელი ჭაბუკები თბილისის ლოკომოტვივის "ა" და "ბ" ლიგის ნაკრებ გუნდს დიდ დიღომში, ვისოლის სტადიონზე შაბათს ეთამაშებიან.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081443