მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიემ“, ჩელენჯ ქაფის ფინალში ლონდონის „ჰარლექუინსი“ 26:19 დაამარცხა და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში, ამ თასის მფლობელი გახდა.
ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ქუბრიაშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. ლიონში გამართულ შეხვედრაში, ფრანგები დასკვნითი 10 წუთის წინ მეტოქეს 26:9 ამარცხებდნენ, ზეიმი ნაადრევად დაიწყეს და 10 ქულა მიიღეს, მაგრამ მათი უპირატესობა ბევრად მეტი იყო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლოში მაგარი რამე "გამოიგონეს" არლეკინებმა ))))))