20-წლამდელები

12:04 | 12.05.2016 | ნანახია 5165 - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები - "მსოფლიო რაგბის" ვერსია

ცნობილი გახდა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა, რომელმაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის 12-გუნდა ელიტაში უნდა ითამაშოს.

28-კაციანი განაცხადი „მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა. ინგლისში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ 7 ივნისს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდებიან, 11-ში ექვსი ერის გამარჯვებულ უელსის წინაშე წარსდგებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 15 ივნისს ირლანდიასთან მატჩით დაასრულებენ, რის შემდეგაც პლეი ოფებში ქართველთა მომავალი მეტოქე გაირკვევა.

შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შარშან „ალაფა“ დამაჯერებლად მოიგო და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები: მიხეილ ბაბუნაშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, სანდრო ილურიძე, გიორგი ჯავახია, გიორგი კოშაძე, გიორგი კვესელაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი მელიქიძე, ნიკა ნეფარიძე, ლაშა საჯაია, რატი შანიძე, ირაკლი სვანიძე, გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ზოიძე, გელა აფრასიძე, ლუკა გოგინავა, გურამ ყანდაურაშვილი, გიგა ხუროშვილი, დავით მესხი, ვლადიმერ მიმინოშვილი, დავით მოძღვრიშვილი, გურამ პაპიძე, ილია სპანდერაშვილი, ლაშა ტაბიძე, ირაკლი ცხადაძე, ალექსანდრე მერკვილიშვილი, მირიან მოდებაძე.

პ.ს.: საქართველოს რაგბის კავშირი და 20-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ამ სიის ავთენტურობას არ ადასტურებს. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ ინგლისში წამსვლელთა ვინაობაზე ჯერ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული:

"ჩვენ შეკრებაზე ვართ და მზადებას განვაგრძობთ. ვერ გეტყვით "მსოფლიო რაგბიმ" საიდან მოიტანა ეს სია, რადგან საბოლოო შემადგენლობაზე ჩვენც არ ჩამოვყალიბებულვართ. საბოლოო შემადგენლობა შეკრების დასრულებამდე არ გვეცოდინება და პირდაპირ ვამბობ - ეს შემადგენლობა ამჟამად არასწორია!".

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:05 | 13.05.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.081925