სტატიები

21:52 | 11.05.2016 | ნანახია 2217 - ჯერ

ბომონტის ერა იწყება

ბილ ბომონტი და აგუსტინ პიშოტი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ორივე კანდიტატი თავის პოზიციაზე უკონკურენტო გახლდათ და როგორც მოსალოდნელი იყო, დუბლინში შეკრებილმა მსოფლიო რაგბის საბჭომ მათ ერთხმათ დაუჭირა მხარი. რაგბის ახალი თავკაცები დარბაზში ძველმა ხელმძღვანელებმა - პრეზიდენეტმა ბერნან ლაპასემ და ვიცე-პრეზიდენტმა ორეგან ჰოსკინსმა წარადგინეს.

64 წლის ბომონტი უკვე დიდი ხანია რაგბის მმართველ ორგანოებში მუშაობს, ის ამჟამად ინგლისის რაგბის კავშირსა და 6 ერს თავმჯდომარეობსს. წლების განმავლობაში იგი რაგბის საბჭოში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ამ მოვალეობებისგან გათავისუფლება მოუწევს.

„ჩემთვის დიდი პატივია „მსოფლიო რაგბის“ ხელმძღვანელობა. ბოლო წლებში რაგბი ძალიან განვითარდა. რა თქმა უნდა, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ. ჩემს პროგრამაში გამოყოფილია ხუთი ძირითადი პრიორიტეტი: მორაგბეების დაცვა, მთლიანობის შენარჩუნება, გლობალური კონკურენციის გაზრდა, პარტნიორობის გაუმჯობესება და რაგბის კავშირების გაძლიერება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მე მთელ ჩემს შესაძლებლობებს გამოვიყენებ“ - აცხადებს ახლადარჩეული პრეზიდენტი ბილ ბომონტი.

რაც შეეხება, არგენტინელ აგუსტინ პიშოტს, იგი ბომონტთან შედარებით ახალგაზრდაა და სულ რამდენიმე წლის წინ დაასრულა მოთამაშის კარიერა. მან 2007 წელს მსოფლიო თასზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც შეძლო. საქმოსნობისას 41 წლის პიშოტის მთავარ მიღწევებად ამერიკული ექვსი ერის ჩამოყალიბება და არგენტინელი „იაგუარების“ სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩართვა ითვლება.

„მადლობას ვუხდი საბჭოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის. ბილს რაგბის გასავითარებლად კარგი ხედვა აქვს. იმედია, ჩენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და რაგბი უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში განვითარდება. რაგბის მომავალი ნათლად მოჩანს - 2016 წლის რიოს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადები, ასევე იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასი უკვე დიდი მიღწევაა“ - ამბობს აგუსტინ პიშოტი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:07 | 13.05.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ბევრი გინება არ მოგვიწევს

0.099881