მსოფლიო თასი

18:42 | 11.05.2016 | ნანახია 2048 - ჯერ

მსოფლიო თასის კენჭისყრა 2017 წლის მაისში გაიმართება

ვინ იქნებიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2019 წელს, იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ერთ წელიწადში გაირკვევა.

დუბლინში გამართულ „მსოფლიო რაგბის“ გენერალურ საბჭოზე დადგინდა, რომ მომავალი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2017 წლის მაისში გაიმართება. გუნდების კალათებში განაწილებისას გამოყენებული იქნება „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგი და მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდისთვის „ბორჯღალოსნები“ რაც შეიძლება მაღალ ადგილს იკავებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური 2015 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები ისტორიული შედეგით მოიპოვა. მის გარდა იაპონიის საგზური დაბევებული აქვთ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, არგენტინას, სამხრეთ აფრიკას, ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას, იატალიას და იაპონიას.

დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა რეგიონალური შესარჩევი ეტაპის შედეგების მიხედვით გაირკვევა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:09 | 13.05.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია არ გაგვწირავს კენჭისყრა

0.067948