მსოფლიო სერია

17:51 | 11.05.2016 | ნანახია 1566 - ჯერ

ჰაბანა შესაძლოა რიოში ვერ წავიდეს

მსოფლიო რაგბისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავი ბრაიან ჰაბანა, შესაძლოა ბრაზილიის ოლიმპიადაზე წამსვლელ 7-კაცა ნაკრებში ვერ მოხვდეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნილ პაუელმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც 32 წლის მორაგბე მსოფლიო სერიის დასკვნით ორ, პარიზისა და ლონდონის ეტაპზე ვერ ითამაშებს და ის ორი მიზეზიც დაასახელა, რამაც შესაძლოა ბრაიანი ოლიმპიადის გარეშე დატოვოს.

„მე ვესაუბრე ბრაიანს და სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში მუხლქვეშა მყესების ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. თუ ის ივნისში სამკვირიან შეკრებზე ვერ შემოგვიერთდება, მაშინ ჩვენთან ერთად რიოშიც ვერ წამოვა და მან ეს კარგად იცის. ორი ფაქტორია, რომლებმაც შესაძლოა ჰაბანას ოლიმპიადაზე წასვლას ხელი შეუშალოს - პირველი ტრავმაა, ხოლო მეორე ტოპ 14-ის ნახევარფინალი და ფინალი“ - აღნიშნავს პაუელი.

პაუელი იმასაც აღნიშნავს, რომ ჰაბანასთა არის შეთანხმება, რომ ის სამხრეთ აფრიკას ოლიმპიადაზე ნებისმიერი საშუალებით დაეხმარება, თუნდაც კონსულტაციების სახით.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103285