16:48 | 11.05.2016 | ნანახია 2480 - ჯერ

„ლელო“ და „აია“ გალიდერდნენ

ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდები საზაფხულო შესვენებაზე გავიდნენ, მანამდე კი, მეორე ეტაპის მე-5 ტურის თამაშები მოილიეს.

რუსთავში „ხარებმა“ ქუთაისის „აია 1“-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გახდა პირველი გუნდი, რომელთანაც ქუთათურებმა პრემიალური ქულა ვერ აიღეს, მაგრამ ამით ვერც მასპინძლებმა იხეირეს. „აია 1“-მა მართალია ყველაზე მცირე სხვაობით იმარჯვა და სამით მეტი ლელო ვერ გაიტანა, მაგრამ გამარჯვებების სერია გააგრძელა და პირველობას ინარჩუნებს - 29:17.

ქუთაისელთა მხრიდან ქულის დაკარგვით ისარგებლა მეორე დაუმარცხებელმა გუნდმა თბილისის „ლელომ“ და მას ქულებით გაუტოლდა. „ლელო“ კიდევ ერთ დაუმარცხებელ „ლოკომოტივს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 38:16 იმარჯვა, თანაც პრემიალური ქულაც გაიფორმა.

მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება ჩაიწერა „იუნკრი ჩოხოსნებმა“, რომელმაც ქუთაისი „ბაგრატს“ დაძაბულ ბრძოლაში 17:14 მოუგო. მოწინავე რვა გუნდს შორის ჯერჯერობით გამარჯვების გარეშეა „არმია“, რომელსაც „ჯიქმა“ 55:3 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

ახლა გუნდები თითქმის ოთხთვიან შესვენებაზე გადიან და გათამაშებას 30-31 აგვისტოს გააგრძელებენ.

10/05

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

აია 1 ქუთაისი (ა1)

5

5

0

0

4

0

0

372:025

+347

24

2

ლელო თბილისი (ბ1)

5

5

0

0

4

0

0

173:039

+134

24

3

ლოკომოტივი თბილისი (გ1)

5

4

0

1

2

0

0

139:085

+54

18

4

ჯიქი თბილისი (ა2)

5

2

0

3

1

2

0

109:114

-5

11

5

ხარები რუსთავი (დ1)

5

2

0

3

0

1

0

087:120

-33

9

6

ბაგრატი ქუთაისი (ბ2)

5

1

0

4

0

3

0

063:150

-87

7

7

იუნკერები ჩოხოსნები (დ2)

5

1

0

4

0

0

0

046:232

-186

4

8

არმია თბილისი (გ2)

5

0

0

5

0

0

0

014:238

-224

0

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

10/05 @ 18.40

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088151