საქათველოში რაგბის განვითარება გრძელდება, რომლის შედეგები განსაკუთრებით ბოლო წლებში მნიშნელოვნად შესამჩნევია. უწყვეტი განვითარებისთვის, ყველაფერ დანარჩენთან ერთად მნიშვნელოვანია თამაშის რეგიონებში განვითარება. დღეს საქართველოში თითქმის ყველგან თამაშობენ რაგბს. ჭაბუკთა საფესტივალო, თუ კაცთან გუნდები საქართველოს შესაბამის პირველობებში იღებენ მონაწილეობას.
ქართულ რაგბს კიდევ ერთი გუნდი, სამცხე-ჯავახეთსი რეგიონალური კლუბი ‘ტაო’ შეემატება, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობა ხვალ, 12 მაისს, 15 საათზე ასპინძის სარაგბო ბაზაზე მოხდება. კლუბი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს და შესაბამისად პირველი სარაგბო გუნდია საქართველოში, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება მხარდაჭერილი.
„კლუბის დაფუძნების მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაცია. უმნიშნელოვანესია, რომ ამ კლუბის დაარსებით საქართველოში საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, ვინაიდან რეგიონალური კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება მხარდაჭერილი დამფუძნებელი მუნიციპალიტეტების მიერ.“ განაცხადა ‘ტაოს’ პრეზიდენტმა, ირაკლი გვენეტაძემ, რომელიც წლების განმავლობაში, ბორჯღალოსანთა ყოფილ მწვრთნელ, მალხაზ ჭეიშვილთან ერთად რეგიონში რაგბის განვითარებაზე ზრუნავს.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სამცხე-ჯავახეთის მხარის ხელმძღვანელობას რაგბის კლუბ ‘ტაოს’ დაფუძნებისა და მხარდაჭერისთვის. ეს რეგიონს მისცემს დიდი სტიმულს რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. გარდა ამისა ეს ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც.“ განაცხადა რაგბის კავშირის რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ.
დღეისათვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მრავალი იმედისმომცემი მოზარდი და ახალგაზრდა მორაგბე ვარჯიშობს. ახალი კლუბის დაარსება ხელს შუწყობს ამ ახალგაზრდული ძალების შენარჩუნებას რეგიონში, მათი შესაძლებლობების სრულ წარმოჩენას და შემდგომ განვითარებას.
‘ტაო’ უკვე წელს აპირებს საქართველოს პირველობაში ჩართვას, რომელსაც მე-2, იგივე კაცთა ‘რეგიონალური ლიგის’ 2016-2017 წლის სეზონით დაიწყებს.
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთშიც თუ შეიქმნება 1 გუნდი უკეთესი იქნება ქართული რაგბისთვის, ბევრი ჯანიანი ახალგაზრდა იკარგება მთებში...