ვიდეო

12:03 | 11.05.2016 | ნანახია 6747 - ჯერ

ვარსკვლავები გიხმობენ - მოდი ‎დიდი 10-ის‬ ფინალზე! (ვიდეო)

სარაგბო მსოფლიოსა და „ტულონის“ მეგა ვარსკვლავები - მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის გუნდელები დიდ ფინალზე გეპატიჟებიან.

ლეგენდარული „ვოლაბები“ და სუპერ ბექები მეთ გიტო, ქუეიდ კუპერი და დრიუ მიჩელი! ადამიანი, რომელმაც გეპარდს გაასწრო, „ქურციკების“ ლეგენდა და 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაიან ჰაბანა! „პუმების“ ლეგენდარული კაპიტანი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე! საფრანგეთის კაპიტანი გიონ გირადო და „ლებლეს“ ლეგენდარული მგეზავი, ფრედერიკ მიშალაკი! 2011 და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი, „ოლბლექი“ მა’ა ნონუ! „ტულონის“ ინგლისური დესანტი, ძმები არმითაჟები და უელსის სუპერ ფულბეკი ლი ჰავფენი!!!

მოდით ერთად დავამყაროთ შინაური რაგბის რეკორდი! დიდი 10-ის ფინალზე გავავსოთ სტადიონი!

მაშ ასე, ვიკრიბებით 15 მაისი, 17 საათი, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე - დასწრება თავისუფალია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087876