შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა ივნისში იაპონიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩებისთვის 27-კაციანი რაზმი დაასახელა.
მოულოდნელად, გამოძახებულთა სიაში არ მოხვდა „გლაზგო უორიორსის“ 23 წლის შუამარბი მარკ ბენეტი. სკოტების თავკაცის მტკიცებით, ახალგაზრდა მორაგბეს რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის სურვილი აქვს და ნაკრებში ამის გამო არ იხმო.
შოტლანდიის ნაკრები „საკურებთან“ ორ მატჩს გამართავს - 18 მაისს ტოიოტა სიტიში და 25 მაისს ტოკიოში. აღსანიშნავა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს გასულ მსოფლიო თასზეც დაუპირისპირდნენ და მაშინ ევროპელებმა 45:10 იმარჯვეს.
„სამის ნაცვლად ორი ტესტ-მატჩის გამართვა, უფლებას გვაძლევს შედარებით ნაკლები - 27 მორაგბე გამოვიძახოთ. ამის მიუხედავად, ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული. რა თქმა აუნდა, გამარჯვებაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი“ - აცხადებს სკოტების მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი.
გამოძახებულთა სიაში უმეტესობა საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილი მორაგბეა, მათგან მხოლოდ სამია ისეთი, ვისაც გასული ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღია - ჰენრი პირგოსი, ფრეიზერ ბრაუნი და დემიენ ჰოილანდი.
შოტლანდიის ნაკრებში გამოძახებულთა სია:
შერკინება: ალესდეირ დიკინსონი, რორი საზერლენდი, როს ფორსი, სტიუარტ მაკინელი, ჯონ ჰარდი (ყველა - „ედინბურგი“, შოტლანდია), მორაი ლოუ („ექსეტერი“, ინგლისი), ფრეიზერ ბრაუნი, ჯონი გრეი, ტიმ სუიონსი, ჯოშ შტრაუსი, რაიან ვილსონი (ყველა - „გლაზგო უორიორსი“, შოტლანდია), რიჩ გრეი („კასტრი“, საფრანგეთი), ჯონ ბარკლი („სკარლეტსი“, უელსი), დევიდ დენტონი („ბათი“, ინგლისი);
ხაზი: გრეიგ ლეიდლოუ („გლოსტერი“, ინგლისი), ჰენრგი პირგოსი, ფინ რასელი (ორივე - „გლაზგო უორიორსი“, შოტლანდია), რუარიდ ჯექსონი („ჰარლექუინსი“, ინგლისი), ალექს დანბარი, პიტერ ჰორნი, სტიუარტ ჰოგი, ტომი სეიმორი (ყველა - „გლაზგო უორიორსი“, შოტლანდია), დამიენ ჰოილანდი („ედინბურგი“, შოტლანდია), დანკან ტეილორი („სარასენსი“ , ინგლისი), შონ მეიტლენდი („ლონდონ აირიში“, ინგლისი), ტიმ ვისერი („ჰარლექუინსი“, ინგლისი).
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია