ტესტ-მატჩები

22:13 | 10.05.2016 | ნანახია 1928 - ჯერ

იაპონიამ ივნისის რაზმი დაასახელა

ივნისში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის იაპონიის ნაკრების დროებითმა თავკაცმა მარკ ჰამეტმა და იაპონიის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა მასაჰირო კუნდამ „საკურების“ 43-კაციანი რაზმი დაასახელეს.

გამოძახებული რაზმიდან ცხრამეტი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც „საკურების“ რიგებში 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს.

„მოხარული ვარ, რომ იაპონიის ნაკრების განახლებული შემადგენლობა ვიხილე. კარგად ჩატარებული მსოფლიო თასის შემდეგ, საჭიროა წინსვლა გავაგრძელოთ და ქომაგზე ეფექტი კვლავ მოვახდინოთ“ - აცხადებს იაპონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი, რომელიც ამჟამად ახალზელანდიურ „ჰაილენდერსს“ უდგას სათავეში და იაპონიის ნაკრებს სექტემბერში ჩაიბარებს. მანამდე კი, ივნისის ტესტებზე „საკურების“ თავკაცობა მარკ ჰამეტსა და რიუჯი ნაკატაკეს მოუწევთ.

„იაპონიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მჯერა, 2015 წლის წარმატება ერთჯერადი არ ყოფილა და ყველაფერი წინაა. ტესტ-მატჩები დაგვანახებს ახალ მოთამაშეებს, გამოჩნდება, თუ ვის შეუძლია ლიდერის ფუნქციები თავის თავზე იტვირთოს“ - ამბობს დროებითი თავკაცი და „სანვულვზის“ მთავარი მწვრთნელი მეტ ჰამეტი, რომელმაც თავისი დამოძღვრილი კლუბიდან სიაში 19 მორაგბე შეიყვანა.

იაპონიის ნაკრები ივნისში სამ ტესტმატჩს გამართავს, 11 ივნისს აზიელები კანადას გასვლაზე ეთამაშებიან, ხოლო 18 და 25 ივნისს შოტლანდიის ნაკრებს შინ მიიღებენ.

იაპონიის ნაკრების 43-კაციანი რაზმი:

მორკინალები: Takuma Asahara, Taiyo Ando, Shoji Ito, Keita Inagaki, Kazuhiko Usami, Hitoshi Ono, Shinnosuke Kakinaga, Takeshi Kizu, Shokei Kin, Jiwon Koo, Naohiro Kotaki, Hendrik Tui, Kensuke Hatakeyama, Yoshiya Hosoda, Ryu Koliniasi Holani, Kyosuke Horie, Shota Horie, Amanaki Lelei Mafi, Masataka Mikami, Futoshi Mori, Kotaro Yatabe, Hiroki Yamamoto, Michael Leitch

ხაზი: Keisuke Uchida, Kosei Ono, Kentaro Kodama, Ayumu Goromaru, Male Sau, Hosea Saumaki, Yasutaka Sasakura, Kaito Shigeno, Harumichi Tatekawa, Fumiaki Tanaka, Yu Tamura, Ryoto Nakamura, Ryuji Noguchi, Mifi Poseti Paea, Karne Hesketh, Tim Bennetts, Kotaro Matsushima, Rikiya Matsuda, Hajime Yamashita, Ryohei Yamanaka

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:49 | 11.05.2016
გუგა80 (177)

საინტერესოა შედეგი.
ჩემი აზრით ერთს მაინც მოიგებენ უზკაგლაზები.

0.093422