დასრულდა სუპერ რაგბის მე-11 რაუნდი და ტრადიციულად, planetrugby.com-მა საკუთარი ვერსიით რჩეულთა რაზმი დაასახელა.
ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი - 6 წარმომადგენელი ახალზელანდიურ „კრუსეიდერსს“ ჰყავს, კრაისტჩერჩელებმა გასულ ტურში „რედსი“ 38:5 დაამარცხეს და ამით 37 ქულა დააგროვეს, შესაბამისად „ჩიფსთან“ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.
სუპერ რაგბის XI ტურის სიმბოლური ნაკრები: 15. ისრაელ დეგი (კრუსეიდერსი), 14. ვაისაკი ნაჰოლო (ჰაილენდერსი), 13. მარსელ ბრეჩი (ფორსი), 12. კილი გოდუინი (ფორსი), 11. ჯონი მასილაი (კრუსეიდერსი), 10. გერთ აპრილი (შარქსი), 9. მიჩელ დრამონდი (კრუსეიდერსი); 8. დანიელ დუ პრე (შარქსი), 7. ერდი სავეა (ჰარიქეინსი), 6. ჯორდან ტაუფუა (კრუსეიდერსი), 5. სტეფან ლეუისი (შარქსი), 4. სკოტ ბარეტი (კრუსეიდერსი), 3. მაიკ ალაალატოა (კრუსეიდერსი), 2. სტეფან მური (ბრამბისი), 1. რეგ გუდსი (ჰარიქეინსი).
სუპერ რაგბის მე-12 რაუნდის მატჩები 13 და 14 მაისს გაიმართება.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია