უკრაინის მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში წელს დაუმარცხებლად ასპარეზობს - 2016-ში გუნდმა ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო.
ერთი წლის შედეგებით სლავებს პირველობის შანსი აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან „ა“ დივიზიონში ორი წლის ჯამში პირველ ადგილზე გასული გუნდი ადის და ასეთი ბელგიაა, რომელიც მდევრისთვის მიუწვდომელია. ბელგიელებმა 10-ივე თამაში გამართეს, მათგან 9 მოიგეს და 36 ქულა მოაგროვეს, ხოლო უკრაინა შარშან ორჯერ დამარცხდა - მოლდოვასთან და ბელგიასთან და 9 თამაშიდან ჯამში 28 ქულით, მეორე ადგილზეა.
წელს უკრაინამ ბელგიასთან რევანში აიღი [17:16], მერე პოლონეთს 30:14 და შვედეთს 23:10 სძლია, შაბათს კი, ჰოლანდიაში ბოლო წამზე გატანილი არეკნით 30:27 იმარჯვა. თამაში დაძაბული გამოდგა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 17:10 მოიგეს, 70-ე წუთისთვის უკრაინელები 27:22 დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე მეოთხე ლელო მიიღეს და მატჩიც თითქოს ფრედ სრულდებოდა, მაგრამ ამას სერგეი ცერკოვნი არ შეეგუა.
15 მაისს უკრაინელები მოლდოვას მასპინძლობენ და თუ შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს, წლევანდელ სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია