გუშინ საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა „ბ“ ლიგის მოწინავე 16-ეულმა, მეორე ეტაპი დაიწყო. გუნდები ამ ეტაპზეც აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებად არიან დაყოფილი და თითოეულ დივიზიონში 8-8 გუნდია.
თავის მხრივ, დივიზიონებში გუნდები ორ 4-4 გუნდა ჯგუფებს ქმნიან და ორ წრედ იბრძვიან. მეორე ეტაპი ივნისში დასრულდება და მერე გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას შემოდგომიდან გააგრძელებენ.
აღმოსავლეთ დივიზიონის პირველ ჯგუფში, თბილისის „ხვამლმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ლოკომოტივს“ ერთი გარდასახვით, 7:5 მოუგო, ხოლო „იუნკერი ჩოხოსნებმა“ „არმაზს“ 18:3 აჯობა. ამასთან, „ჩოხოსნებმა“ სამი უპასუხო ლელო დადეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.
მეორე ჯგუფში „ხულიგანამ“ „ლელო 1“-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 0:54. რა თქმა უნდა გამარჯვებულს პრემიაც შეხვდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბრძოლა შედგა, რომელიც „აკადემიის“ გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებმა რუსთავის „ხარებს“ 13:5 აჯობეს.
დასავლეთ დივიზიონში „აია 4“-ს ქუთაისში ხაშურის „ლეგიონი“ ესტუმრა, მასპინძლები 32:0 დაამარცხა და შინ პრემიალური ქულაც გაიყოლა. პრემიალური ქულით მოიგო მეორე სტუმარმა გუნდმაც. ამ შემთხვევაში „აია 1“ ფოთში „კოლხ რაინდებს“ მიუხტა და 27:6 დაამარცხა.
პრემიალური ქულით მოიგო ქუთაისის კიდევ ერთმა გუნდმა „ბაგრატმა“. ჭიათურაში „იმერათთან“ სულაც დღის სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა - სტუმრებმა 60:0 მოიგეს. ქუთაისის მეოთხე გუნდი, „აია 5“ წყალტუბოს „დინოზავრს“ დაუხვდა და 5:20 დამარცხდა. სტუმრებმა ყველა ქულა ლელოთი აიღეს და შესაბამისად, შინ პრემიაც გაიყოლეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია