მსოფლიო სერია

22:59 | 5.05.2016 | ნანახია 2377 - ჯერ

კუპერი შვიდკაცას აღარ სჭირდება

ავსტრალიელი მგეზავი ქუადე კუპერი საკუთარი ქვეყნის შვიდკაცა რაგბის ნაკრებს რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიადაზე არ გაჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის შვიდკაცას ხელმძღვანელობა ავრცელებს. ფრანგული „ტულონის“ მორაგბე არც მსოფლიო რაგბის შვიდკაცა სერიის ბოლო ორ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

28 წლის ქუადე კუპერი ერთ-ერთია დიდი რაგბის იმ ვარსკვლავთაგან, რომლებმაც ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრის იმედად 7-კაცაში სცადეს ბედი. მან ლას ვეგასისა და ვანკუვერის სერიებში ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული ეფექტი ნამდვილად არ მოუხდენია.

„რა თქმა უნდა, ქუადეს კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ჩვენ უკვე აღარ გვექნება დრო, რომ მასთან ისე გულმოდგინედ ვიმუშავოთ, როგორც გასული ხუთი თვის განმავლობაში. მას ექნება საშუალება კონცენტრირება მთლიანად „ტულონზე“ მოახდინოს, სანამ ჩვენ რიოსთვის მოვემზადებით“ - განაცხადა ავსტრალიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფრენდმა.

შვიდკაცა რაგბის მსოფლიო რეიტინგში ავსტრალია ამჟამად მე-4 პოზიციაზეა. „ვოლაბები“ ევროპას ამ კვირაში ეწვევიან და მსოფლიო სერიის პარიზისა და ლონდონის ეტაპებში მიიღებენ მონაწილეობას.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083314