რაგბის ბლოგების ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე 15-კაციანი სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომლის წინააღმდეგაც სხვადასხვა მიზეზის გამო არავინ ისურვებდა თამაშს.
ამ სიაში 7 ნომრის პოზიციაზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელსაც წარსულში ნაცემი მოწინააღმდეგეების გამო, მოჩხუბარის რეპუტაცია კარიერის ბოლომდე გაყვება. თავად მამუკა ასეთად თავს აღარ მიიჩნევს და რეალურად, ძალიან დიდი ხანია არც უჩხუბია, მაგრამ...
მოკლედ, სიმბოლური 15-ეული ასე გამოიყურება:
15 დელონ ერმიტეჟი: ირონიული ქცევები ლელოს დადების შემდეგ და მცირედი გამოხტომები თამაშის მსვლელობისას, მის მიმართ დადებითად ბევრს არ განაწყობს;
14 იოან იუჟე: მისი საქციელები გამოხედვასთან ერთად და პატარ-პატარა დანაშაულებები, მას ამ სიმბოლურის კანდიდატად აქცევს;
13 მანუ ტუილაგი: ის არასდროს არავის და არაფერს ერიდება, თუნდაც ეს კრის ეშტონის მუშტი იყოს. ტუილაგი ის ნამდვილად არაა, ვისაც ხაზი უნდა გადაუსვა;
12 მაა ნონუ: ნონუს აქვს ნიჭი კონტაქტი წესების დარღვევის ზღვარზე ასრულოს და თავისი ფიზიკურობის წარმოჩენა არ აშინებს;
11 ალესანა ტუილაგი: ტუილაგი ცნობილია თავისი გარღვევებით და არასდროს ერიდება საეჭვო ბოჭვებს;
10 ქუადე კუპერი: ის არასდროს ერიდება ხურდის დაბრუნებას და იაფფასიან დარტყმებს, მანამ, სანამ ადგილს გაეცლება;
9 მიკ ფილიფსი: ამ პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეების უმრავლესობა, აგრესიულობით გამოირჩევა. ფილიფსის აღნაგობა მას ამაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება;
8 ბრედ თორნი: ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, რომელიც წესების ზღვარზე თამაშობდა და არასდროს ერიდებოდა ყვითელი ბარათის მიღებას;
7 მამუკა გორგოძე: საქართველოს ნაკრების კაპიტანს აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები ბრძოლის და ბოჭვების რამდენიმე საათით გაგრძელების საშუალებას აძლევს;
6 ჯეიმი კადმორი: როდესაც ის მოედანზეა და ჩხუბი ატყდება, კანადელი აუცილებლად მის ეპიცენტრშია;
5 ბაკის ბოთა: „ბოკეს“ მეორეხაზელი უდიდესი მოვლენაა რაგბიში და ის არასდროს ერიდებოდა წითელი ხაზების გადაკვეთას;
4 ჯიმ ჰემილტონი: ის რეგულარულად იწყებს, ან ასრულებს ჩხუბებს;
3 სალესი მააფუ: არასდროს გაურბის გამოწვევებს და არ ეშინია საქმეში მუშტების ჩართვისა. არავის სურს მის წინააღმდეგ დგომა;
2 დილან ჰარტლი: მსაჯებთან ჩხუბი, კბენა, თავის დარტყმა, მხოლოდ რამდენიმე იარაღია დილან ჰარტლის არსენალში;
1 ჯო მარლერი: შესაძლოა, ის ბოლო დროს შედარებით დამშვიდდა, მაგრამ არასდროს ერიდებოდა ჩხუბს, როდესაც შემთხვევა ამას მოითხოვდა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენი გულივერა ყველაფერში პირველია ! DDD