ტესტ-მატჩები

12:08 | 5.05.2016 | ნანახია 2343 - ჯერ

ფიჯი ივნისისთვის მზადებას შეუდგა

ფიჯის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მაკკემ ივნისის ტესტებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მაისის შუა რიცხვებში მათგან შეირჩევა ის 28 მორაგბე, რომლებიც ტონგასთან და სამოასთან 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს გამართავენ, ხოლო 25 ივნისს კუნძულებზე ტურნეზე მყოფ „ბორჯღალოსნებს“ დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგის შეგირდები წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტესტ-მატჩების სერიის გასამართად პირველად მიემგზავრებიან და 11 ივნისს სამოას ეთამაშებიან, 18-ში ტონგას შეხვდებიან, ხოლო 25-ში ფიჯისთან მოსინჯავენ ძალებს.

მაკკე ივნისში უმნიშვნელოვანესი და ურთულესი თამაშებისთვის ემზადება და უძლიერეს მორაგბეებს უხმო, თუმცა არც ის გამორიცხა, გამოძახებულთა სია სხვა მოთამაშეებითაც გამდიდრდეს:

„მოთამაშეების შერჩევისას ვიხელმძღვანელე მათი სათამაშო ფორმით. ჩვენ მორაგბეებს ვაკვირდებოდით პროფესიონალურ ტურნირებში ევროპასა და სუპერ რაგბიში, ასევე, „ფიჯელ მეომრებს“ „წყნარი ოკეანის ჩელენჯზე“. ივნისში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია, რომ გაფართოებულ სიას ახალი მორაგბეები დაემატნონ“.

ფიჯის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

Leeroy Atalifo, Isei Colati, Mesake Doge, Taniela Koroi, Campese Ma’afu, Peni Ravai, Manasa Saulo, Joeli Veitayaki, Sunia Koto, Jale Sassen, Tuapati Talemaitoga, Vili Veikoso, Tevita Cavubati, Sikeli Nabou, Leone Nakarawa, Api Ratuniyarawa, Savenaca Tabakanalagi, Mataiasi Ucutabua, Naulia Dawai, Johnny Dyer, Akapusi Qera, Eremasi Radrodro, Malakai Ravulo, Nemia Soqeta, Netani Talei, Dominiko Waqaniburotu, Peceli Yato, Nemia Kenatale, Nikola Matawalu, Henry Seniloli, Serupepeli Vularika, Seremaia Bai, Sevanaia Galala, Gabby Lovobalavu, Eroni Vasiteri, Albert Vulivuli, Ben Volavola, Vereniki Goneva, Jone Macilai, Benito Masilevu, Kini Murimurivalu, Nemani Nadolo, Waisea Nayacalevu, Timoci Nagusa, Alifereti Raka, Savenaca Rawaca, John Stewart, Metuisela Talebula, Asaeli Tikoirotuma, Joshua Tuisova, Samisoni Viriviri, Watisoni Votu, Nacani Wakaya.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082559