ინგლისი

10:43 | 5.05.2016 | ნანახია 1760 - ჯერ

ბრეგვაძე „ვუსტერში“ რჩება

ინგლისის პრემიერშიპის „ვუსტერ უორიორსმა“იმ 12 მორაგბის გვარი გაახმოვანა, რომლებიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მორაგბეს, რომლებიც სეზონის დასრულების შემდეგ დაგვტოვებენ. მათ ჩვენთან ყოფნის პერიოდში გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღეს და მათ მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“ - თქვა კლუბის დირექტორმა დენ რაიანმა.

წამსვლელთა სიაში არაა საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გუნდში მომავალ სეზონში იქნება. გუნდში რჩება ქართული წარმოშობის ბურჯი ვალ რაფავა-რუსკინიც.

„ვუსტერი“ სეზონის დასკვნით მატჩს 7 მაისს, რეგულარული გათამაშების გამარჯვებულ „სარასენსთან“ გამართავს. მიუხედავად ამ თამაშის შედეგისა, ქართველი ლეგიონერის გუნდი სეზონს მე-10 ადგილზე დაასრულებს. ბრეგვაძემ, რომელიც „ვუსტერს“ 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ შეუერთდა, პრემიერშიპის 12 და ჩელენჯ ქაფის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08655