საფრანგეთი ტოპ-14

15:22 | 4.05.2016 | ნანახია 2073 - ჯერ

კოლელიშვილი „პოსთან“ ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „კლერმონის“ ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი გუნდს შაბათს, 7 მაისს, ტოპ 14-ის 23-ე ტურში „პოსთან“ გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.

მიზეზი ტვინის შერყევაა, რომელიც 26 წლის მორაგბემ 1 მაისს, „რასინგთან“ შეხვედრისას მიიღო. ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ვიტო მოედანს სწორედ ამ მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა და მინიმუმ ერთ თამაშს კიდევ გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია და „კლერმონს“ ვერ ეხმარება ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088945