მსოფლიო თასი

12:13 | 4.05.2016 | ნანახია 2830 - ჯერ

მანდელამ „ოლ ბლექსი“ მოწამლა

სამხრეთ აფრიკის პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ 1995 წლის მსოფლიო თასის ფინალის წინ, „ოლ ბლექსის“ მორაგბეები მოწამლეს.

რორი სტეინი, რომელიც ნელსონ მანდელას დაცვის უფროსი იყო, ამ ფაქტს კრიმინალურ დაჯგუფებებს უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკაში იმართებოდა, ფინალში ზელანდია უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და მცველის თქმით, მათი მარცხით კრიმინალებმა დიდი ფული იშოვეს. ის იხსენებს, რომ „ოლ ბლექსი“ სასტუმროში სხვა სტუმრებისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და იკვებებოდნენ.

„ფინალი შაბათს იყო და ზელანდიელები ხუთშაბათს მოწამლეს. გუნდის დაახლოებით 2/3-ი ცუდად გახდა. ვფიქრობ, ისინი ყავის, ჩაის, ან წყლის საშუალებით მოწამლეს და არა საკვებით. მე ვამბობ იმას, რაც საკუთარი თვალით ვიხილე - ბიჭები ძალიან ცუდად იყვნენ და იატაკზე ხოხავდნენ“ - იხსენებს სტეინი.

„ბოკემ“ ფინალი დამატებით დროში გატანილი არეკნის წყალობით 15:12 მოიგო და პირველად შემართა „უებ ელისის თასი“, რომელიც ნელსონ მანდელასგან ჩაიბარა. მას შემდეგ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზელანდიელები მასპინძლებმა მიზანმიმართულად მოწამლეს, თუმცა აფრიკელებს დღემდე ეს არ უღიარებიათ. ახლა სტეინმა "ოლ ბლექსის" უკანონო გზებით დამარცხება აღიარა, ოღონდ ეს ფაქტი კრიმინალურ სინდიკატს დაუკავშირა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113738