„ტულუზის“ ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი ფრანგულმა ინტერნეტგვერდმა Rugbyrama-მ ტოპ 14-ის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ტულუზელები „ტულონს“ ეწვივნენ და 12:10 დაამარცხეს, რაც დიდწილად სწორედ შერკინების, მათი პირველი ხაზის განსაკუთრებით ძლიერი თამაშის შედეგია. შედეგად, სიმბოლურში სტუმართა ორივე ბურჯი მოხვდა. „ტულონს“ სიტუაციის გამოსასწორებლად 27-ე წუთზე ორივე ბურჯის შეცვლა მოუწია, მაგრამ ის დღე კაკოვინის და მისი თანაგუნდელის იყო.
ქართველმა მოედანზე 60 წუთი გაატარა და უმეტესად შავი სამუშაოს შესრულება უწევდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი ბიჭია, იმედია ივნისის ტესტებში შანსს მისცემს ჰეიგი